მთავარი ტესტები ტესტი: თითის სიგრძეს თქვენს პიროვნებაზე ბევრის თქმა შეუძლია

ტესტი: თითის სიგრძეს თქვენს პიროვნებაზე ბევრის თქმა შეუძლია

by Keti

ჩვენი გარეგნობა გენეტიკურია. სხეულის გარკვეულ ნაწილებს ბევრის თქმა შეუძლია ჩვენს პიროვნებაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ არა-თითის სიგრძე ტესტოსტერონის დონეზეა დამოკიდებული. ეს მამაკაცის ჰორმონია, რომელსაც ქალებიც გამოიმუშავებენ და ის ჩვენს ხასიათზეც მოქმედებს.

ნახეთ ჩვენი ტესტი, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება. შეხედეთ თქვენს არა-თითს და შეადარეთ ფოტოებზე გამოსახულს. შესაბამისი აღწერაც თქვენზეა.

საჩვენებელი თითი არა თითზე მოკლეა

ადამიანები, ვისაც საჩვენებელი თითი არა თითზე მოკლე აქვთ, ხშირად მიმზიდველები, ქარიზმატულები და შარმიანები არიან.  მათ იდეალური კომუნიკაციის უნარი აქვთ, იციან, როგორ მიიქციონ და შეინარჩუნონ ყურადღება. არიან რისკიანები და ხშირად უმართლებთ.

ისინი მიზანდასახულები და მშრომელები არიან. შეიძლება იყვნენ აგრესიულებიც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს ატკინონ. ამაში მხოლოდ ტესტოსტერონს მიყძღვის ბრალი.

საჩვენებელი თითი არა თითზე გრძელია

ეს ადამიანები თავდაჯერებულები და თვითკმარები არიან. იციან ლიდერობა და ბოლომდე მიჰყვებიან საქმეს, ხელს ვერაფერი უშლით.

ისინი როგორც წესი, პირველ ნაბიჯებს არ დგამენ, არც ურთიერთობებში და არც ბიზნეს საქმიანობაში. თუმცა, თუ ეს გააკეთეს, ისინი არასდროს ღალატობენ სიტყვას. აქვთ ანალიტიკური გონება და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. არ უყვართ სპონტანურობა.

საჩვენებელი თითი არა თითის ტოლია

ეს ადამიანები მზრუნველები, გაწონასწორებულები, მშვიდობის მოყვარეები და რეალისტები არიან. აქვთ ნაზი პერსონალურობა და ყოველთვის ცდილობენ კონფლიქტებისა და რისკიანი სიტუაციების არიდებას.

ისინი არიან კარგი მეგობრები და ყოველთვის ეხმარებიან სხვებს. მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება, მეგობრობაშიც, სიყვარულშიც, სამსახურშიც. არიან პოზიტიურები ყველა სიტუაციაში.

სწორად შეფასება მიიღეთ?  მოგვიყევით კომენტარებში, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: