მთავარი ჯანმრთელობა რომელი პროდუქტების ყიდვა არ ღირს სუპერმარკეტში?

რომელი პროდუქტების ყიდვა არ ღირს სუპერმარკეტში?

by Keti

სუპერმარკეტები სავსეა ჭრელა-ჭრულა შეფუთვებითა და ეტიკეტებით სავსე პროდუქტებით. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ისინი რეალურად, რამდენად ვენდოთ რეკლამებს, რომლებიც ქება-დიდებას ასხამს ამა თუ იმ ნაწარმს?

პრაქტიკაში ჩანს, რომ ბევრი პროდუქტი ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის. ჩამოვთვალოთ ისინი:

1. ძეხვი და ძეხვეული

ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით მარილს და კონსერვანტებს შეიცავს. გადამუშავებული ხორცი კიბოს გამომწვევი რისკ -ფაქტორია. ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ძეხვეულს მიირთმევენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი 40 % ით ეზრდებათ.

სჯობს, იყიდოთ ხარისხიანი ხორცი და თავად მოამზადოთ ოჯახში

2. რაფინირებული თეთრი ფქვილისგან მომზადებული პროდუქტები

ფქვილის გადამუშავებისა და რაფინირებისთვის სხვადასხვა არაჯანსაღი ნივთიერება გამოიყენება. მათ შორისაა ალოკსანი, რომელიც ანადგურებს პანკრეასის ბეტა -უჯრედებს, ეს კი დიაბეტს იწვევს. თეთრ ფქვილს ხელოვნურ ვიტამინებსაც უმატებენ.

გირჩევთ შეიძინოთ უხეშად დაფქული ხორბლისგან დამზადებული პური, ან იყიდოთ პატარა საცხობებში გამომცხვარი, სადაც მენდელეევის მთელ ტაბულას არ ამატებენ.

3. დაფქული სანელებლები

ზოგიერთი სავაჭრო მარკის საკმაზებში სანელებლებს საერთოდ ვერ იპოვით. მათ ანაცვლებენ უფრო იაფი ფხვნილებით. მაგალითად, პილპილის პაკეტებში ამატებენ დაფქული წიწიბურას კანს. დადგენილია ასევე საკმაზებში ტყვიის მაღალი შემცველობა.

უმჯობესია, შეიძინოთ მთლიანი პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა წიწაკა და თავად გააშროთ და დაფქვათ.

4. პროდუქტები ხილის დანამატებით

ხილის დანამატები ფუნთუშებს და იოგურტებს მადისაღმძვრელ სახეს ანიჭებს. თუმცა მათ დამატებულია აქვთ კონსარვანტები და არომატიზატორები, რომ  არ გაფუჭდეს. ამიტომ არ ღირს მათ გამო ძვირის გადახდა.

შეგიძლიათ კენკროვანები დაამატოთ შვრიის ფაფებს, ან გამოაცხოთ ფუნთუშები სახლში ნამდვილი ხილით.

5. მაიონეზი და კეტჩუპი

ემულგატორები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები, ტრანსცხიმები-  ნაწილია იმ მავნე დანამატების, რასაც ეს პროდუქტები შეიცავს. კანცეროგენულია მათი შესაფუთი მასალაც. პარადოქსია, მაგრამ კეტჩუპში შაქრის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ნაყინში.

თუ ძალიან გიყვართ სოუსები, სცადეთ მათი მომზადება სახლში.

6. ჩიპსები

იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც იწვევს გაცხიმოვნებას, პირველ ადგილებზეა ჩიპსი და კარტოფილი ფრი. მაგრამ ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რომ ეს პროდუქტები ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კანცეროგენებს, არომატიზატორებს და გემოს გამაძლიერებლებს.

თუ გსურთ საკნატუნო ჯანმრთელობისთვის დაზიანების მიყენების გარეშე, შეგიძლით სახლში მოამზადოთ ბოსტნეულის ჩიპსები.

7. ტკბილი გაზიანი სასმელები

ერთ პატარა ბოთლ ტკბილ სასმელში შესაძლოა 16 ჩაის კოვზი შაქარი იყოს. ეს კი ყოველდღიურ ნორმაზე 3 ჯერ მეტია. მისი მცირე რაოდენობით მოხმარება ყოველდღიურად, დიაბეტის განვითარების რისკს 85 %-ით ზრდის.

თუ ძალიან გსურთ ტკბილი გაზიანი სასმელი, მოამზადეთ სახლში: მინერალურ წყალს დაამატეთ ლიმონი და ცოტა შაქარი.

გამოიჩინეთ კეთილგონიერება. თავი შეიკავეთ  მავნე პროდუქტების მიღებისგან. მათი ჩამონათვალი კი აჩვენეთ მეგობრებსაც. გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას და ფულს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: