მთავარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ვარჯიშები სხეულის ბალანსის აღსადგენად

მნიშვნელოვანი ვარჯიშები სხეულის ბალანსის აღსადგენად

by Keti

მოშე ფელდენკრაიზი ფიზიკოსი და პროფესიონალი ძიუდოისტია. მისი მეთოდი – განსაკუთრებული მოძრაობითი პრაქტიკაა – რომლის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს, შეიგრძნოს საკუთარი სხეული მოძრაობის დროს და განავითაროს ორგანიზმის წარმოუდგენელი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ეფექტურ ვარჯიშს, რომელიც მთელი სხეულის ბალანსს აღადგეენს. შეასრულეთ ,,მენჯის ციფერბლატი” რეგულარულად და თქვენს თავს მალე ვერ იცნობთ.

მოშე ფელდენკრაიზის მეთოდი სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ასევე სწავლების პროცესია. მას თერაპიული ეფექტი აქვს.

,,მენჯის ციფერბლატი” – მეთოდის ერთ-ერთი საბაზისო ვარჯიშია. სწორედ მენჯისა და გულმკერდის ურთიერთქმედება განსაზღვრავს სხეულის ბალანსს და მისი მთლიანი მოქმედებების მობილობას. ვარჯიში გასწავლით დარჩეთ მდგრადები მოძრაობების ფართო დიაპაზონში.

გაკვეთილი გასწავლით ჩვეული მოძრაობების სხვანაირად შესრულებას. ნელი ვარჯიშისას მოძრაობები მსუბუქი და კომფორტული გახდება. ვარჯიშის ყველა მოძრაობა ნელა, რბილად უნდა შეასრულოთ, სხეულზე კონცენტრაციით. დისკომფორტი არ უნდა იგრძნოთ.

დაწექით ზურგზე, ყურადღება სხეულს მიაქციეთ, შემდეგ ხერხემალზე: იგრძენით, როგორ არის ის მოთავსებული სხეულის მიმართ. გრძნობთ თუ არა რაიმე ზეწოლას? გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება? კონცენტრაცია არ დაკარგოთ, მიჰყევით მარტივ რუსულენოვან ვიდეოს:

დაასრულეთ? ადექით, გაიარეთ. იგრძენით ცვლილება ხერხემალში?

ფელდენკრაიზის მეთოდი

1. შეგნებული ფიზიკური ვარჯიშები ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას გადაწყვეტს. ძვალ-სახსროვანი, კუნთოვანი სისტემის მუშაობაში, გაფანტულ სკლეროზთან გამკლავებაში და მოტორული დარღვევის პრობლემებთან ბრძოლაში.

2. ღრმად გაიცნობთ სხეულს და გაიგებთ, რომ მოძრაობა მარტივია ასაკისა და მომზადების მიუხედავად.

3. მეთოდის პრაქტიკა დაგეხმარებათ ცეკვაში, იოგაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ.

4. რეგულარული მეცადინეობა კომფორტის მომტანია ყოველდღიურობაში. მაგალითად, გაქრება დაძაბულობა კომპიუტერთან მუშაობისას, კიბეზე ასვლაც უმნიშვნელო საქმიანობა გახდება.

5. ფელდენკრაიზი ამტკიცებდა, რომ მეთოდი სხეულის გარდა არასტანდარტულ აზროვნებასაც ავითარებს. ამ მეთოდის ათვისებით ადამიანი სწავლობს სწავლას

,,მოძრაობას დიდი როლი აქვს. ის სიცოცხლეა, სიცოცხლე კი პროცესია. პროცესის გაუმჯობესებით ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება” – ამბობდა ფელდენკრაიზი.

აუცილებლად მოუყევით მეგობრებს ამ მეთოდის შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: