მთავარი ტესტები როგორ განვსაზღვროთ ხასიათი

როგორ განვსაზღვროთ ხასიათი

by Keti

ქვეცნობიერმა თქვენზე ყველაფერი იცის. ფსიქოანალიტიკოსები ამ ენას კარგად ფლობენ და რამდენიმე ტრიუკის დახმარებით ბევრი შეუძლიათ პაციენტზე შეიტყონ. იმავეს გაკეთება დამოუკიდებლადაც შეგვიძლია, ამაში ტესტები გვეხმარება! დღევანდელი ტესტი პიროვნების შეფასებაზეა.

ტესტი პიროვნების თვითშეფაზებაზე

შეხედეთ სურათს და თქვით, რომელ რიცხვს ხედავთ ყველაზე მკვეთრად. სჯობს, მაშინვე უპასუხოთ!

1. ციფრი 7

ეს ბედნიერი ადამიანის არჩევანია. ურთიერთობების სიმარტივე და ოპტიმიზმი ბევრს იზიდავს ამ ადამიანში, ის ყველგან ისეა, როგორც თევზი წყალში, მშვიდი ღიმილი მისი ჩვეული მიმიკაა.

2. ციფრი 13

ეს ციფრი მოწმობს პესიმიზმსა და შიშზე, მას მარტოობა ურჩევნია. არის სწორხაზოვანი, აგრესიული, როცა ვინმე მას არ ეთანხმება.

3. ციფრი 16

ბუნებით ლიდერი, რომელსაც მბრძანებლობა და პასუხისმგებლობის აღება უყვარს. არის ცნობისმოყვარე, ოჯახურ ცხოვრებაში საიმედო, მომთმენი და გონიერი. უყვარს სიჩუმეში დასვენება.

4. ციფრი 8

ეს შემოქმედებითი ადამიანის არჩევანია, მას უყვარს მუსიკა, ბუნება, მხატვრობა. არ უყვარს კრიტიკა, მაგრამ ურთიერთობებში კეთილი და თავდადებულია, შეუძლია სხვისთვის თავისი ინტერესები დათმოს.

5. ციფრი 12

აქვს რომანტიკული ნატურა, რომელიც სიყვარულს პირველ ადგილზე აყენებს. მის გამო ბევრ რამეზე შეუძლია წასვლა. სენტიმენტალურობა და მგრძნობიარობა მისი ძლიერი თვისებებია. არ უყვარს მარტოობა და ისწრაფვის თავყრილობებისკენ.

6. ციფრი 9

მორცხვი ადამიანია, რომელიც უსაფრთხოებას აფასებს. თავის თავში დაურწმუნებელია, თუმცა იუმორის კარგი გრძნობა აქვს. უყვარს წარმატებების დემონსტრირება და ფლობს ფართო მსოფლმხედველობას. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა!

ასეთი დასკვნები შეიძლება გააკეთოს ფსიქოლოგმა, თუ თვითშეფასების სწრაფი ტესტი ჩაგიტარათ. თუ ადამიანი რამდენიმე ციფრს ერთნაირად მკვეთრად ხედავს, ისინი ამ ჩარჩოებიდან გამოდიან და ფლობენ შერეულ თვისებებს! მათ შესახებ უფრო ზუსტი დახასიათება მხოლოდ გამოცდილ ანალიტიკოსს შეუძლია.

რამდენად ზუსტად ,,წაგიკითხათ” ტესტმა? ყველაფერი დაემთხვა? მოგვიყევით კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: