მთავარი კულინარია მოვამზადოთ საკუთარი ხელებით შებერტი არაქისისგან

მოვამზადოთ საკუთარი ხელებით შებერტი არაქისისგან

by Keti

ალბათ ამ კერძზე ბავშვობაში თქვენც გიჟდებოდით. ახლა შეგიძლიათ ბავშვები გაახაროთ მისი სახლში მომზადებით. ტკბილი კარამელის შებერტი არაქისით – მარტივი და გემრიელი კერძია.

ჩვენ გეტყვით, როგორ მოამზადოთ შებერტი სულ 4 ინგრედიენტისგან.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა არაქისი
  • 1 ჭიქა რძე
  • 700 გ შაქარი
  • 80 გ კარაქი

მომზადება

1. აურიეთ რძე 600 გ შაქართან, დადგით საშუალო ცეცხლზე, აადუღეთ. ამოურიეთ და დატოვეთ ნახევარი საათით. პერიოდულად კლვლავ ურიეთ

2. არაქისი მოხალეთ ტაფაზე ან ღუმელში. გაფცქვენით.

3. დარჩენილი შაქარი (100 გ) გადაიტანეთ მშრალ ტაფაში და შეუნთეთ საშუალო ცეცხლი, სანამ შაქარი არ დადნება და კარამელად არ გადაიქცევა.

4. შეურიეთ კარამელი ადუღებულ რძეს, მოხარშეთ ნარევი კვლავ 1 საათით, თან ურიეთ.

5. ცეცხლის ჩაქრობამდე 5 წუთით ადრე, ნარევს კარაქი დაამატეთ.

6. ფორმაში პერგამენტი ჩააფინეთ და მოაყარეთ არაქისი. შემდეგ მიწის თხილზე მოასხით ცხელი კარამელის მასა და დატოვეთ გასაციებლად და გასამყარებლად.

7. ბავშვობის დროინდელი შებერტი დაგვიბრუნდა. გემრიელად მიირთვით!

დესერტი ფოტოებზე ნაკლებად მიმზიდველი ჩანს, თუმცა რეალურად ის მართლაც საოცრებაა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუმასპინძლდით სტუმრებს! რეცეპტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: