მთავარი ასტროლოგია რა ფარული ცოდვა აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

რა ფარული ცოდვა აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

by guramus

გარდა დადებითი თვისებებისა, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, ზოდიაქოს ნიშნებს უამრავი უარყოფითი თვისებები აქვთ, რომლებზეც ხშირად არ ლაპარაკობენ. გადავიწყვიტეთ შემოგთავაზოთ, თუ რა “ცოდვები” აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძი – აქვს ფეთქებადი ხასიათი. შეუძლია მოულოდნელად აფეთქდეს და საშინელება ჩაიდინოს.

კურო – უყვარს ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა. თუ ყურადღებას არ აქცევენ ცოფდება და კონფლისქტს იწყებს

ტყუპი – უყვარს ტყუილების თქმა. ისეთი ლამაზად ყველა ტყუილებს, რომ სიმართლე გეგონებათ

კირჩხიბი – იცის ადამიანების ამოჩემება. ამოჩემებულ ადამიანს უსრულებს ყველა სურვილს, თუმცა ზოგჯერ ზედმეტობაში გადასდის

ლომი – არის ეგოისტი. ჯერ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს და მერე იწყებს ფიქრს სხვებზე

ქალწული – არის შურიანი. თუ ვინმეს მასზე მეტი აქვს, ქალწული მაქსიმუმს გააკეთებს რომ თვითონაც ჰქონდეს

სასწორი – უყვარს საკუთარი თავით ტკბობა. ფიქრობს, რომ მისი გარეგნული აგებულება ყველაფერში ეხმარება

მორიელი – უნდა იყოს ყველას მეგობარი, თუმცა ეს ზოგჯერ ვერ გამოდის. ამიტომ ხშირად ბრაზდება.

მშვილდოსანი –  მშვილდოსნის მთავარი ცოდვა ღალატია. ზოდიაქოს ამ ნიშნას ძალიან უჭირს ერთგულება

თხის რქა – ზოდიაქოს ეს ნიშანი ხარბია. უყვარს ფულის დაზოგვა და ხშირად საკუთარი თავისთვისაც კი ენანება რომ დახარჯოს 

მერწყული – ფიქრობს, რომ გარშემომყოფთაგან შედარებით უნაკლოა. ხშირად ძვირად უჯდებათ ძირს დაშვება

თევზები – ძალიან უყვარს ოცნება, რაც ხელშ უშლით გეგმების განხორციელებაში.