მთავარი კულინარია მარტივი და სასარგებლო ორგანიზმისთვის: ჩინური კომბოსტოს 5 გემრიელი სალათა

მარტივი და სასარგებლო ორგანიზმისთვის: ჩინური კომბოსტოს 5 გემრიელი სალათა

by Keti

ექიმები გვირჩევენ მენიუში ჩავრთოთ ჩინური კომბოსტო, განსაკუთრებით, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. საუკეთესოა, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

ჩინური კომბოსტოს სალათები მარტივია, ის სწრაფად და ადვილად იჭრება. აქვს ნაზი გემო.

ჩინური კომბოსტოს სალათა შავი კვლიავით

ინგრედიენტები

  • 200 გ ჩინური კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 30 გ ყველი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ბროწეულის სოუსი
  • კვლიავი, მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. გახეხეთ სტაფილო.
  3. გახეხეთ ყველი. შეურიეთ კომბოსტო და სტაფილო. დაამატეთ კვლიავი, მარილი.

4. მოასხით სალათას ზეითუნის ზეთი და ბროწეულის სოუსი. აურიეთ.

სალათა ჩინური კომბოსტოსა და ფორთოხლისგან

ინგრედიენტები

  • 1 თავი კომბოსტო
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • გოგრის თესლი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. გაფცქვენით ფორთოხალი, გაარჩიეთ.
  3. შეურიეთ ფორთოხალი, კომბოსტო და გოგრის თესლი.
  4. მოასხით ლიმონის წვენი და ვაშლის ძმარი. აურიეთ.

სალათა ჩინური კომბოსტოთი და ლორით

ინგრედიენტები

  • 1 თავი ჩინური კომბოსტო
  • 300 გ ლორი
  • 100 გ ნიგოზი
  • 150 გ ყველი
  • 200 გ სტაფილო
  • 4 კვერცხი
  • 300 გ ფილე
  • 0,5 ქილა ანანასის კონსერვი
  • მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები, მარილი, მაიონეზი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. დაჭერით ლორი კუბებად.
  3. დაჭერით ნიგოზი და შეწვით ზეთში.
  4. გახეხეთ ყველი და მოხარშული კვერცხი.
  5. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად.
  6. დაჭერით ანანასი მსხვილად.
  7. მწვანე ხახვი – თხელ რგოლებად დაჭერით.
  8. შეურიეთ ყველაფერი, დაამატეთ მარილი, მაიონეზი. დადეთ სალათის ფურცლებზე

სალათა ჩინური კომბოსტოთი და ქათმის ფილეთი

ინგრედიენტები

  • 1 თავი ჩინური კომბოსტო
  • 1 ფილე
  • 1 ხახვი
  • 1 ქილა სიმინდის კონსერვი
  • 1-2 ღერო ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი, მაიონეზი
  • ლიმონის წვენი
  • ორცხობილები, მარილი, ორეგანო, პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი. შეწვით.
  3. დაჭერით ხახვი, ოხრახუში.
  4. შეურიეთ კომბოსტო, სიმინდის მარცვლები, ორცხობილები, ოხრახუში.

5. მოაყარეთ მარილი, ორეგანო. აურიეთ.

6. ფილე დაჭერით კუბებად. დაამატეთ სალათას.

7. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით. დაამატეთ ბალზამიც. აურიეთ.

სალათა ჩინური კომბოსტოთი და კიტრით

ინგრედიენტები

  • 500 გ კომბოსტო
  • 250 გ კიტრი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, მწვანილი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. დაჭერით კიტრი რგოლებად.
  3. შეურიეთ ბოსტნეული და მწვანილი.
  4. დაამატეთ მარილი, ზეთი, ლიმონის წვენი. აურიეთ.

ჩინური კომბოსტო უხდება სხვადასხვა პროდუქტს. ნებისმიერი რეცეპტი შედევრად იქცევა. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: