მთავარი კულინარია სალათები ახალი კომბოსტოსგან: არაფერ ზედმეტის დამატებას არ საჭიროებს.

სალათები ახალი კომბოსტოსგან: არაფერ ზედმეტის დამატებას არ საჭიროებს.

by Keti

კომბოსტო სპეციალურად შექმნილია დიეტისა და განტვირთვის დღეებისთვის. მთელი დღეც რომ მიირთვათ, არ გასუქდებით. უჯრედისი და ვიტამინები, რომლითაც მდიდარია ეს ბოსტნეული, უხვად ამარაგებს ორგანიზმს და წონაში კლების კარგ შედეგებს იძლევა.

სალათა ახალი კომბოსტოთი და სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 200 გ კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 1 კიტრი
  • 2 ღერო ნიახური
  • 2 კბილი ნიორი
  • ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით კომბოსტო, კიტრი და სტაფილო – ზოლებად. დაჭერით ნიახურიც.
  2. ცალკე შეურიეთ სოიოს სოუსი 2 ს.კ. ზეთს და ლიმონის წვენს. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და პილპილი.
  3. მოასხით სოუსი სალათას, აურიეთ.

სალათა ახალი კომბოსტოთი და თინუსით

ინგრედიენტები

  • 200 გ თინუსი
  • 400 გ ახალი კომბოსტო
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • 3 ს.კ. სქელი იოგურტი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, გაწურეთ. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და თინუსი.
  2. შეურიეთ სალათას იოგურტი, პილპილი. აურიეთ.

სალათა ახალი კომბოსტოთი და ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 500 გ კომბოსტო
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. ბალზამის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, დაამატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი, შაქარი.
  2. ფორთოხალი გაფცქვენით, რბილობი დაჭერით კუბებად. შეურიეთ კომბოსტოს. მოასხით ბალზამის ძმარი, ზეთი. აურიეთ.

სალათა ახალი კომბოსტოთი და მოცარელათი

ინგრედიენტები

  • 300 გ კომბოსტო
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 კიტრი
  • 8 ჩერი
  • 10 ზეთისხილი
  • 150 გ მოცარელა
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ ხახვი, მწვანილი, ზეთისხილი, კიტრი. ჩაყარეთ მოცარელა და ჩერი.
  2. ცალკე შეურიეთ თაფლი, ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი. მოასხით სოუსი სალათას, აურიეთ.

სალათა კიტრით

ინგრედიენტები

  • 300 გ კომბოსტო
  • 4 ს.კ. ბარდა
  • 10 მწვანე ზეთისხილი
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • 4 ლებანი ნიგოზი
  • შაქარი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მდოგვის მარცვლები

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ შაქარი, მარილი, ბარდა, დაჭრილი ზეთისხილი.
  2. ნიგოზი დაჭერით წვრილად. დაჭერით მწვანილი. შეურიეთ ყველაფერი.
  3. ცალკე შეურიეთ ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი, პილპილი. მოასხით სოუსი სალათას, აურიეთ.

მსუბუქი სალათები მიირთვით ვახშამზე და მოკლე დროში იოლად დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. არ დაგავიწყდეთ რეცეპტების გაზიარება მეგობრებისთვის!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: