მთავარი კულინარია გირჩის მურაბის მომზადება

გირჩის მურაბის მომზადება

by Keti

ვიტამინებით სავსე გირჩის მურაბა შესანიშნავი გამამაგრებელია ორგანიზმისთვის. ის იმუნიტეტსაც ამაღლებს. პროფილაქტიკური მიზნისთვის მურაბას მიირთმევენ 1 ს.კ.ს დღეში ერთხელ (ბავშვები 1 ჩ.კ.-ს) საუზმემდე 20 წუთით ადრე.

გირჩის მურაბა უკუნაჩვენებია თირკმლების, ღვიძლის დაავადებებისას, ორსულობისას და ასევე ჩვილებისთვის.

როდის უნდა შევაგროვოთ ფიჭვის გირჩები? გაზაფხულის ბუნიობიდან ზაფხულის ბუნიობამდე (20 მარტი-21 ივნისი). საუკეთესო დროა მაისის პირველი ნახევარი.

გირჩი უნდა იყოს ახალი და მწვანე, არაუმეტეს 4 სმ სიგრძის. ადვილად უნდა იჭრებოდეს დანით. მურაბა უნდა მომზადდეს შეგროვების დღესვე, თორემ გაშავდება.

ინგრედიენტები

  • 80 გირჩი (800 გ)
  • 1,5-2 ლ წყალი
  • 1-1,5 კგ შაქარი

მომზადება

  1. გარეცხეთ გირჩი კარგად, დაასხით წყალი. სითხემ უნდა დაფაროს.
  2. ხარშეთ 40 წუთი, დატოვეთ შემდეგ 10-12 სთ. გადაწურეთ სამფენიან მარლაში.

3. 1 ჭიქა ნაყენზე აიღეთ 1 ჭიქა შაქარი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, 1,5 სთ.

4. მომზადებამდე 20 წუთით ადრე სეროფში ჩაყარეთ გირჩები, 8-10 ცალი – 0,5 ლ ქილაზე.

5. მზა მურაბა ჩაასხით მშრალ, სტერილურ ქილაში. მოხუფეთ.

6. მურაბა მომჟაო-მოტკბო გამოდის, ოდნავ თაფლის გემოთი, მაგრამ მკვეთრი წიწვის არომატით.

თუ დრო არ გაქვთ, ახალი ფიჭვის გირჩები შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე და დაასხათ თაფლი. საუკეთესოა აკაციის ან ცაცხვის თაფლი. ქილა დადგით რაფაზე, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივების ქვეშ. ყოველდღე შეანჯღრიეთ სეროფი და ის მზად იქნება 2-3 თვის შემდეგ.

სითხე გადაწურეთ, გირჩები გადაყარეთ. მიღებული სეროფი მაცივარში შეინახეთ.

დაკავდით თქვენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის ამაღლებით და არ დაგავიწყდეთ სამკურნალო რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის!