მთავარი კულინარია მიკროფლორის აღმდგენი 3 ფერმენტირებული პროდუქტი

მიკროფლორის აღმდგენი 3 ფერმენტირებული პროდუქტი

by Keti

ფერმენტირებული საკვები ეს არის პროდუქტები, რომლებიც მზადდება დამჟავებით. ეს საკვები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ბოსტნეულსა და ხილში შემავალ ნახშირწყლებს ზოგი ბაქტერია გარდაქმნის რძის მჟავად, რომელიც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვის.

თუ კუჭში მარილმჟავა მცირე რაოდენობით გამომუშავდება, ფერმენტირებული პროდუქტები ამაღლებს კუჭის მჟავიანობას. როცა პირიქით ხდება, ეს უკანასკნელი იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანს მარილმჟავას მავნე მოქმედებისგან.

ეს ნატურალური პრობიოტიკები ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების, მომნელებელი ფერმენტების, ლაქტაზას, რძემჟავას გამომუშავებას.

ისინი შეიცავენ აგრეთვე K1 ვიტამინს, რომელიც კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს და რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს. ფერმენტირებული პროდუქტები ორგანიზმს ეხმარება კიბოს უჯრედების ნეიტრალიზებაშიც.

აი, 3 ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომი პროდუქტი:

1. მჟავე კომბოსტო

დამწნილებისას გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური მარილი. მჟავე კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით C, A, B ჯგუფის, K, U ვიტამინებს. ისინი (Cვიტამინი) ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს კუჭ- ნაწლავს მავნე ზემოქმედებისგან. მჟავე კომბოსტოში უხვადაა იოდიც.

2. ბოსტნეულის ნაკრები

3 ლიტრიან ქილაში ჩაალაგეთ ნახევარი თავი მსხვილად დაჭრილი კომბოსტო, თხლად დაჭრილი ერთი ჭარხალი, 1 მუჭა ნივრის კბილი და აყვავებული კამა. ბოსტნეული ქილის 2/3 ზე მეტი არ უნდა იყოს. დაამატეთ 1სუფრის კოვზი მსხვილი მარილი და 1 ჭიქა შრატი . ქილა შეავსეთ წყლით. დაადეთ რაიმე სიმძიმე და დადგით ოთახის ტემპერატურაზე 1-2 კვირა. შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

ეს ნაკრები არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

3. დამჟავებული ჭარხალი

საშუალო ზომის ჭარხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩაალაგეთ 2 ლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1-2 ს.კ. მსხვილი მარილი, 1 ჭიქა შრატი, 5 კბილი ნიორი, კამა და შეავსეთ ქილა წყლით. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 5 დღემდე. შემდეგ შედგით მაცივარში. დალევისას წვენი განაზავეთ წყლით.

ასე მომზადებული ჭარხლის წვენი არეგულირებს სისხლის წნევას და ნაწლავების მოქმედებას. კარგი საშუალებაა შეკრულობის დროს. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან. ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვას.

მოამზადეთ ფერმენტირებული პროდუქტები ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად. როგორც ამბობენ, ნაწლავი ეს მეორე ტვინია და მასზე დამოკიდებულია ყველა სხვა ორგანოს გამართული მუშაობა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: