მთავარი საკითხავი ბუხრის წინ საკითხავი წიგნები

ბუხრის წინ საკითხავი წიგნები

by guramus

კარგი წიგნი ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა, ზოგჯერ, წიგნი წლის რომელიმე სეზონს განსაკუთრებულად შეესაბამება.
რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ ზამთარში? ისინი ისეთ ამბავს უნდა გადმოსცემდნენ, რომელთა წაკითხვაც საბანში გახვეული, ცხელი კაკაოს ჭიქით ხელში ან დივანზე, ბუხართან განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება. ისინი ზაფხულის საკითხავებთან შედარებით, მძიმეა, თუმცა, მაინც სასიამოვნო.

გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელთა წაკითხვაც მეტად სასიამოვნო იქნება ზამთრის გრძელ ღამეებში.

1.დონა ტარტი – ჩიტბატონა

ტარტის ამ ნოველამ 2014 წელს პულიტზერის პრიზი მიიღო. იგი მოგვითხრობს ტეოს ამბავს, რომელიც ტრაგიკულად კარგავს დედას თხრობის დასაწყისში. ამ წიგნში გადმოცემულია მეგობრობა, სიყვარული, დანაკარგისა და აღმოჩენის, თავისუფლების შეგრძნება. ზამთარს შეესაბამება, რადგან: წიგნის ნაწილში მოქმედება მიმდინარეობს ზამთრის ნიუ იორკში, ხოლო ნაწილში კი – ცხელ ლას-ვეგასში. ასე რომ, ზამთრის სუსხითაც დატკბებით და ცხელ ზაფხულსაც გაიხსენებთ.

2.დევიდ მიტჩელი – ძვლის საათები

ჰოლი საიკსი 15 წლის იყო, როდესაც იგი დედასთან ჩხუბის შემდეგ, სახლიდან გაიქცა, თუმცა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორი ცხოვრება ელოდა წინ. ეს წიგნი “ამაზონის” მიერ გამოვლენილ 2014 წელს გამოცემულ 100 საუკეთესო წიგნს შორის მე-14 ადგილზეა.
ზამთარს შეესაბამება, რადგან: გაძლევთ შესაძლებლობას, სრულყოფილად გადაიკარგოთ რამდენიმე საათით, სანამ თქვენს ფანჯრებს მიღმა შეუჩერებლად თოვს.

3.ჰარუკი მურაკამი – მექანიკური ჩიტის ქრონიკები

ეს წიგნი 1997 წელს გამოქვეყნდა და ჰარუკი მურაკამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. ტორუ ოკადა, რომელმაც ახლახანს დაკარგა სამუშაო, იწყებს თავისი ცოლის დაკარგული კატის ძებნას, რომელიც, ცოლის აზრით, მათი ურთიერთობის სიმბოლოა. ამ ძებნის დროს ტორუ ისეთ საიდუმლოებებს წააწყდება, როგორებიც, ვერასოდეს იფიქრებდა, თუ იარსებებდა ტოკიოს ამ მშვიდ გარეუბანში.
ზამთარს შეესაბამება, რადგან: რა სჯობს, ჩახლართულ საიდუმლოებებში გადაკარგვას ცივი ზამთრის დღეს, როცა სხვა საქმე არაფერი გაქვთ?!

4.ენტონი დოერი – შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ

ეს არის ისტორიული თხზულება გოგონას შესახებ, რომელიც პარიზში მამასთან ერთად ცხოვრობს. მარიმ 6 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. გერმანელების პარიზში შემოსვლის შემდეგ, მარი და მამამისი პატარა მშვიდ ქალაქში – სანტ მალოში იპოვიან უსაფრთხო საცხოვრებელს, სადაც მარი ვერნერს – ობოლ ბიჭს გაიცნობს, რომელიც რადიოებს აკეთებს. ომის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული “შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ” გვაძლევს ძალას, დავინახოთ სინათლე და სილამაზე იქ, სადაც გვგონია, რომ მხოლოდ სიბნელეა. ზამთარს შეესაბამება, რადგან: სიყვარული, რომელიც ამ პერსონაჟებს აქვთ ერთმანეთის მიმართ და ის პოზიტიური გრძნობები, რომელთაც ისინი ყველაზე ბნელ და რთულ მდგომარეობაში ინარჩუნებენ, ყველაზე ცივ ამინდს და ადამიანებსაც კი გაათბობს.

5.მარგარეტ ეტვუდი – ქვის ქვეშაგები

მარგარეტ ეტვუდს ახლახანს შეუსრულდა 75 წელი, თუმცა, იგი არ ჩერდება. მან სექტემბერში მოკლე მოთხრობების კრებული გამოსცა, რომელთაგან ბევრს საერთო თემაც აქვთ – სიცივე. “ქვის ქვეშაგები” ერთ-ერთია ამ მოთხრობათაგან. მასში მოქმედება ჩრდილოეთ პოლუსზე მიმდინარეობს.
ზამთარს შეესაბამება, რადგან: ეს ზამთრის თემის მქონე მოთხრობა საუკეთესოა საკუთარი სახლში, კომფორტში წასაკითხად, როცა უსაფრთხოდ ხართ, ნებისმიერი აპოკალიფსისაგან დაცული, რომლებიც ასე ხშირად ხდება წიგნებში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: