975
ადამიანთა უმრავლესობა სუფს მოსაწყენ საკვებად თვლის. მხოლოდ იმიტომ ჭამენ, რომ სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. თუმცა სუფები სხვადასხვაგვარად მზადდება. მაგალითად, ყველის სუფი ნოყიერია და მისი მრავალი ვარიაცია არსებობს. გთავაზობთ ამ ვარიანტებს.
ყველის სუფი კრევეტებით
ზღვის პროდუქტების მოყვარულებს ეს სუფი ძალიან მოეწონებათ
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. კარაქი
- 150 გ მაგარი ყველი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ხახვი
- 400 გ კრევეტები
- 2 ს.კ. ბრინჯი
- 1 პომიდორი
- მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება
- ჩაალბეთ ბრინჯი, დაასხით 1 ლ წყალი და აადუღეთ.
- მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ პომიდორი, მოთუშეთ.
- გაასუფთავეთ კრევეტები და დაამატეთ ბრინჯს, ისინი 5 წუთში იხარშება, ამიტომ მზა ბრინჯს ჩაამატეთ.
- მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ ხახვი, პომიდორი, ნიორი.
- ბოლოს ჩაამატეთ გახეხილი ყველი. ყველი რომ გადნება, მიირთვით სუფი!
ყველის სუფი ბრინჯით
მარტივი და ნოყიერი სუფი!
ინგრედიენტები
- 500 გ ფილე
- 400 გ მდნარი ყველი
- 150 გ ბრინჯი
- 400 გ კარტოფილი
- 150 გ სტაფილო
- 150 გ ხახვი
- მარილი, პილპილი, მწვანილი
მომზადება
- ფილეს 3 ლ წყალი დაასხით, მოხარშეთ.
- ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი და ჩაყარეთ ბრინჯი. ხარშეთ 10 წუთი.
- დაჭერით კარტოფილი, გახეხეთ სტაფილო, ხახვი წვრილად დაჭერით. დაჭერით ხორციც.
- ჩაამატეთ ბულიონში კარტოფილი, ხახვი, სტაფილო. ხარშეთ 7 წუთი. ჩაყარეთ ხორცი და ხარშეთ მომზადებამდე.
- ჩაამატეთ ყველი, აურიეთ და გადმოდგით. მოაყარეთ მწვანილი.
ყველის სუფი ქათმით
ინგრედიენტები
- 500 გ ფილე
- 400 გ მდნარი ყველი
- 150 გ ბრინჯი
- 400 გ კარტოფილი
- 150 გ სტაფილო
- 150 გ ხახვი
- მარილი, პილპილი, მწვანილი
მომზადება
- ფილეს წყალი დაასხით, მოხარშეთ. ამოიღეთ ხორცი.
- ჩაყარეთ ბრინჯი ბულიონში, ხარშეთ 10 წუთი.
- ჩაამატეთ კარტოფილი, ხახვი, სტაფილო. დაამატეთ მარილი და ხარშეთ 7 წუთი. ურიეთ.
- დაამატეთ ხორცი და ხარშეთ მომზადებამდე.
- ჩაამატეთ ყველი, აურიეთ და გადმოდგით. მოაყარეთ მწვანილი.
ყველის სუფი სოკოთი
ინგრედიენტები
- 400 გ შამპინიონი
- 1 ხახვი
- 3-4 კარტოფილი
- 2 ს.კ. ზეთი
- 300 გ მდნარი ყველი
მომზადება
- ჩაასხით ქვაბში 2,5 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე.
- დაჭერით ხახვი, მოშუშეთ. დაამატეთ სოკო.
- მდუღარეში ჩაამატეთ დაჭრილი კარტოფილი.
- როცა კარტოფილი მომზადდება, ჩაყარეთ გახეხილი მდნარი ყველი, შემდეგ სოკო ხახვით.
- მოაყარეთ მარილი, პილპილი, მწვანილი.
ყველის სუფი ფრანგულად
ინგრედიენტები
- 450 გ ფილე
- 200 გ მდნარი ყველი
- 400 გ კარტოფილი
- 150 გ ხახვი
- 180 გ სტაფილო
- კარაქი, მარილი, წიწაკა, დაფნა, მწვანილი
მომზადება
- მოხარშეთ ხორცი. ადუღებისას დაამატეთ მარილი, პილპილი, 2 დაფნის ფოთოლი. ხარშეთ 20 წუთი, ამოიღეთ ხორცი.
- დაჭერით კარტოფილი და ხახვი, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხორციც. გახეხეთ მდნარი ყველი.
- ჩაყარეთ ბულიონში კარტოფილი, ხარშეთ 7 წუთი.
- ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ სტაფილო. ხახვი და სტაფილო ჩაყარეთ სუფში და ხარშეთ კვლავ 7 წუთი.
- დაამატეთ ხორცი, ხარშეთ 3-4 წუთი. ჩაყარეთ ქვაბში მდნარი ყველი. აურიეთ. მზად არის!
ყველის სუფი შებოლილი ძეხვით
ინგრედიენტები
- 2 მდნარი ყველი
- 150 გ შებოლილი ძეხვი
- 3 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 2 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- ზეთი, მწვანილი, მარილი
მომზადება
- დაჭერით ხახვი, ნიორი, სტაფილო, კარტოფილი.
- მოშუშეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო ღრმა ტაფაში.
- დაამატეთ დაჭრილი ძეხვი, შუშეთ 2 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი. შეწვით 10 წუთი. ჩაყარეთ მარილი და პილპილი.
- ჩაასხით ტაფაში წყალი და ხარშეთ სუფი 15 წუთის განმავლობაში.
- ურიეთ სუფს, სანამ ყველი გადნება. დაამატეთ ბოლოს მწვანილი.
ამ რეცეპტების შემდეგ სუფი ყველას შეუყვარდება. მოამზადეთ სიამოვნებით ეს ნოყიერი სუფები და გაუზიარეთ სტატია სხვებსაც!