იცით, რომ ვაშლი გამომცხვარ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს?
გამომცხვარი ვაშლი უკეთ შეითვისება, აწესრიგებს ნახშირწყლოვან ცვლას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
გამომხცვარი ვაშლი კარგად ებრძვის დისბაქტერიოზსაც. საუკეთესოა წონაში კლების მსურველთათვის.
როგორ გამოვაცხოთ ვაშლი ღუმელში
გამომცხვარი ვაშლი ხაჭოთი
ინგრედიენტები
- 4 ცალი ვაშლი
- 200 გ ხაჭო
- 50 გ შაქარი
- 50 გ ქიშმიში
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. მანი
- დარიჩინი, ვანილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ ვაშლი, ამოაჭერით გული.
- შეურიეთ ხაჭო და კვერცხი, შაქარი, ქიშმიში, ვანილი და მანი.
- ამოავსეთ ამ მასით ვაშლები და დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.
- სუფრაზე მიიტანეთ ნაღებთან ან შაქრის პუდრასთან ერთად.
გამომცხვარი ვაშლი ნიგვზით
ინგრედიენტები
- 4 ვაშლი
- 50 გ ქიშმიში
- 2 ლეღვი
- 2 ფინიკი
- 3 ს.კ. ბერძნული კაკალი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- იმბირი
- თაფლი
მომზადება
- ჩაალბეთ ლეღვი და ქიშმიში თბილ წყალში, 20 წუთით. გააშრეთ და დაჭერით.
- გაფცქვენით კაკალი, ფინიკი. აურიეთ ქიშმიშს, ლეღვს, დარიჩინს.
- გაასუფთავეთ ვაშლის შიგთავსი.
- ჩადეთ მასა ვაშლში და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთით.
- მიტანამდე გვერდით დაუწყეთ თაფლიანი ორცხობილები.
გამომცხვარი ვაშლი ვანილის სოუსით
ინგრედიენტები
- 4 ვაშლი
- 2 ს.კ. გახეხილი იმბირი
- 4 ს.კ. თაფლი
- 25 გ კარქი
- 4 ს.კ. თეთრი ღვინო
- 300 ნაღები
- 2 კვერცხის გული
- 2 ს.კ. შაქარი
- ვანილის შაქარი
მომზადება
- ჩაასხით ნაღები ქვაბში, ჩააყარეთ ვანილის შაქარი და გააცხელეთ ბუშტების გაჩენამდე. შემდეგ გადმოდგით.
- აურიეთ კვერცხის გული და შაქარი და ჩაყარეთ ნაღების მასაში. დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ გასქელდება. ვანილის სოუსი მზადაა.
- ჩადეთ ვაშლში 1/2 ს.კ. კოვზი იმბირი, 1 ს.კ. თაფლი და კარაქის ნატეხი.
- მოასხით ვანილის სოუსი.
გამომცხვარი ვაშლი შვრიის მარცვლებთან
ინგრედიენტები
- 2 ვაშლი
- 2 ს.კ. შვრიის მარცვლები
- 5 ს.კ. თაფლი
- 1 ს.კ. ნუში
- 1 ჩ.კ. ნიგოზი
- 1 ჩ.კ. ქიშმიში
- 1 ლიმონის წვენი
- დარიჩინი
მომზადება
- გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ გული და მოასხით ლიმონის წვენი.
- შეურიეთ შვრიის ფანტელი ნიგოზს, ქიშმიშს, თაფლს, დარიჩინს.
- ნახევარი ვაშლები ამოავსეთ შიგთავსით და შედგით 20 წუთით 180 გრადუსზე.
- ვაშლს მოასხით თაფლი.
გამომცხვარი ვაშლი კენკრით
ინგრედიენტები
- 6 ვაშლი
- 1 მუჭა ნიგოზი
- 2 ს.კ. ქიშმიში
- 1 ს.კ. გამხმარი კენკრა
- 20 გ ვანილის შაქარი
- 2 ს.კ. ნაღები
- დარიჩინი
მომზადება
- 4 ვაშლს წააჭერით წვეროები, ამოაცალეთ გული. მოათავსეთ 15 წუთით ღუმელში 180 გრადუსზე.
- დანარჩენი ვაშლი გაფცქვენით, გახეხეთ, დაამატეთ ნაღები, ვანილის შაქარი, დარიჩინი, ნიგოზი, ქიშმიში, კენკრა.
- შიგთავსი მოათავსეთ გამომცხვარ ვაშლში, დააფარეთ მოჭრილი ,,ხუფები” და კვლავ 15 წუთით გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
- მორთეთ შაქრის პუდრით ან პიტნის ფოთლებით.
გამომცხვარი ვაშლი ფორთოხლის წვენითა და კურაგით
ინგრედიენტები
- 4 ვაშლი
- 1 ჭიქა კურაგა
- 0,5 ჭიქა ქიშმიში
- 0,5 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
- 4 ჩ.კ. თაფლი
- 4 ს.კ. კარაქი
- 1 ღერო დარიჩინი
- 4 ფორთოხლის წვენი
- ლიმონის წვენი, პიტნა
მომზადება
- დაჭერით კურაგა.
- ამოაცალეთ ვაშლებს გული და ცოტა რბილობიც. მოასხით ლიმონის წვენი.
- შეურიეთ ქიშმიში, ნიგოზი, კურაგა, თაფლი, კარაქი. ამოავსეთ მასით ვაშლები.
- ყოველ ვაშლში ჩადეთ დარიჩინის პატარა ნატეხი.
- დაალაგეთ ვაშლები საცხობზე, მოასხით ფორთოხლის წვენი.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 40 წუთით. პერიოდულად მოასხით ფორთოხლის წვენი.
გამომცხვარი ვაშლი ქათმის ფილეთი
ინგრედიენტები
- 8 ვაშლი
- 500 გ ფილე
- 50 გ ნიგოზი
- 50 გ შავი ქლიავი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კვერცხი
- 2 ს.კ. კარაქი
- 2 ს.კ. ზეთი
- 2 ს.კ. შაქარი
- 1 ჭიქა ქათმის ბულიონი
მომზადება
- დაჭერით ნიგოზი, მოხალეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი.
- გაატარეთ ფილე ხორცსაკეპში.
- ხახვი და ნიორი მოშუშეთ, დაამატეთ ქათმის ფარში, აურიეთ და გააგრძელეთ შუშვა.
- გადაიტანეთ ღრმა თასში, დაამატეთ ნიგოზი, კვერცხი, დაჭრილი ქლიავი. აურიეთ.
- ვაშლს მოაჭერით წვეროები, ამოაცალეთ რბილობი.
- ვაშლები აავსეთ შიგთავსით. დააფარეთ მოჭრილი თავები და ჩადეთ ფორმაში.
- გაადნეთ კარაქი და შაქარი, ხარშეთ 3 წუთით. ურიეთ.
- სოუსი მოასხით ვაშლებს და გამოაცხეთ 10 წუთი, 180 გრადუსზე.
ახლა თქვენ უკვე იცით როგორ გამოაცხოთ ვაშლი სწორად. გაანებივრეთ თქვენი თავი და ახლობლები ასეთი მარტივი და გემრიელი რეცეპტებით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!