თუ ზამთარში ადგილი არ გაქვთ ახალი კომბოსტოს შესანახად, რეკომენდაციას გიწევთ, რომ დაამარილოთ კომბოსტოს ფოთლები ტოლმისთვის. ეს ის ტექნიკაა, რომლის საშუალებითაც საყვარელი ტოლმით მთელი წელი დატკბებით.
დღეს გთავაზობთ სატოლმე კომბოსტოს ფოთლების მომზადებას ზამთრისთვის.
ფოთლები ტოლმისთვის
ინგრედიენტები
- 1 თავი ახალი კომბოსტო
- 1 ლ წყალი
- 3 ს.კ. ქვის მარილი
- 1 ს.კ. შაქარი
მომზადება
1. გარეცხეთ, მოხარშეთ კომბოსტოს თავი მდუღარე მარილწყალში. წყალი არ გადაღვაროთ და დაამატეთ ტოლმის შიგთავსს.
2. მოაცალეთ ფრთხილად ფოთლები.
3. ბასრი დანით ამოჭერით მკვრივი გული ყოველი ფოთლიდან.
4. გადაახვიეთ ფოთლები რულეტებად.
5. ჩააწყეთ ფოთლები სტერილურ ქილებში.
6. დადგით წყლიანი ქვაბი ცეცხლზე, დაამატეთ მარილი, შაქარი. აადუღეთ.
7. დაასხით მარინადი კომბოსტოს რულეტებს.
8, მოხუფეთ ქილები. გაციების შემდეგ გადაიტანეთ სათავსოში.
ტოლმა ბევრს უყვარს, ამიტომ როცა ფოთლები ხელთ გექნებათ, მისი მომზადება ადვილი გახდება. თავად ფოთლების მომზადების პროცესი კი მარტივია და მცირე დრო სჭირდება.
თქვენ ამზადებთ კომბოსტოს ფოთლებს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი კულინარული აღმოჩენები კომენტარებში!