მთავარი კულინარია აიღეთ კარტოფილი და ხორცის ფარში. ჩვენ საუკეთესო კერძის მომზადებას გასწავლით.

აიღეთ კარტოფილი და ხორცის ფარში. ჩვენ საუკეთესო კერძის მომზადებას გასწავლით.

by Keti

დავუშვათ, გაქვთ რამდენიმე კარტოფილი და ხორცის ფარში. რას მოამზადებდით? რა თქმა უნდა, გამოაცხობდით. ჩვენ კი განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს. ამისთვის ცოტა დრო და კრეატივია საჭირო.

ამ შემთხვევაში ფარში არ თამაშობს ხორცის ფენის როლს, რომელიც ხშირად იკარგება ბოსტნეულს შორის. ეს რაღაც განსხვავებული ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • 600 გ კარტოფილი
  • 550 გ ღორის ფარში
  • 3 პომიდორი
  • 120 გ სულგუნი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ.იტალიური ბალახი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით ხახვი, ნიორი, დააბლენდერეთ.
  2. შეურიეთ ფარშს ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, იტალიური ბალახი. გააკეთეთ ხორცის ბურთები.

3. გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით რგოლებად.

4. კარტოფილის წრეები და ხორცის ბურთები ჩააწყეთ საცხობ ფორმაში ერთმანეთის მონაცვლეობით.

5. დაჭერით პომიდორი და ათქვიფეთ ბლენდერში. დაასხით ის ხორციან და კარტოფილიან მასას.

6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. გამორთვამდე 2 წუთით ადრე კარტოფილიან ფარშს გახეხილი ყველი მოაყარეთ. შემდეგ გამორთეთ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოგეწონებათ ეს რეცეპტი. დაე, პირველადი პროდუქტები რაღაც განსაკუთრებულად ვაქციოთ. მიეცით გაქანება თქვენს ფანტაზიას და აღტაცებაში მოიყვანეთ თქვენი ოჯახის წევრები.

შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: