მთავარი ტესტები პიროვნების ზეზუსტი ანალიზი: რასაც დაინახავთ ფოტოზე, მრავალ რამეს მოგვიყვება თქვენზე!

პიროვნების ზეზუსტი ანალიზი: რასაც დაინახავთ ფოტოზე, მრავალ რამეს მოგვიყვება თქვენზე!

by Keti

ადამიანი სულ მიისწრაფვის გაიგოს საკუთარ თავზე ბევრი ახალი რამ. ეს ბუნებრივია. ჩვენ მოვამზადეთ პიროვნების განმსაზღვრელი ტესტები, რომლებიც ბევრს მოგვიყვება თქვენზე!

პიროვნების ანალიზი

1. როგორი ხარ ლოგინში? 

ეს ტესტი მოყვება სექსში თქვენს პრიორიტეტებზრ. რა დაინახეთ სურათზე? თუ კეგლი დაინახე, ესე იგი, უპირატესობას ანიჭებ თანაბარუფლებიანობას, არ დომინირებ, მაგრამ არც პარტნიორისგან მოგწონს ეს. შენთვის ძალაუფლება ვერტიკალურია.

თუ ნაკვალევი დაინახე, ესე იგი, პასიური ხარ. შენ ემორჩილები პარტნიორს, ყველაფერს აკეთებ, რაც მას სურს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ინიციატივებიც კარგია.

მატრიოშკები დაინახე? ესე იგი, ძალაუფლებისმოყვარე და მომთხოვნი ხარ საწოლში. ყველა სურვილი გინდა, რომ დაგიკმაყოფილდეს. მხოლოდ იღებ და არაფერს გასცემ.

2. როგორი ადამიანი ხარ?

შავი კატა – მიდრეკილი ხარ სწრაფი დასკვნებისა და გადაწყვეტილებებისკენ. შენი პიროვნების უარყოფითი მხარე ზედაპირულობაა. თუ დაფიქრდები შენი საქციელის შედეგებზე კარგი იქნება.

თაგვი – დაფიქრებული და ყურადღებიანი ხარ, არ აკეთებ სწრაფ დასკვნებს, მაგრამ ვერ დუნდები. ეცადე, მეტი დაისვენო. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ.

თეთრი ზოლები – ცხოვრებას ძალიან სწორხაზოვნად უყურებ, შენთვის მხოლოდ შავი და თეთრი არსებობს. ხარ პრინციპული ადამიანი და სრულყოფილებისკენ მიდრეკილი.

3. რას გრძნობ ამ მომენტში?

გალია – გრძნობ, რომ დაიკარგე და წრეზე დადიხარ. თითქოს გალიაში ხარ გამოკეტილი. დროა, გათავისუფლდე.

მეტყევე – არ გეფიქრება შედეგებზე, სწრაფად იღებ გადაწყვეტილებებს და მზად არ ხარ საკუთარ საქციელზე აგო პასუხი.

ხეები – ეს განვითარების ნიშანია. ახლა აყვავებისა და ზრდის პერიოდია, გონივრულად გამოიყენე.

კვალი – ეს გზისა და წინ მოძრაობის სიმბოლოა. იმოგზაურე და დატკბი ყველა მომენტით.

4. როგორ უყურებ სამყაროს?

მთვარე – ხედავ იმას, რაც თვალში გხვდება. სჯობს, ღრმად იყურო და დეტალებს ჩაუღრმავდე.

თეთრი სახე – მდიდარი წარმოსახვა გაქვს, საგნებს სხვადასხვა კუთხით უყურებ.

შავი სახე – შეგიძლია მოვლენები სიღრმისეულად დაინახო, აღიქვა სხვებზე მეტი!

5. როგორია შენი ცხოვრება?

გოგონას სახე – შენ ეძებ მშვენიერებას, აიგნორებ შავ ზოლებს და ნეგატივს. შენი ცხოვრება ლამაზი და ნათელია.

ციყვები – ისწრაფვი წინ. შენი ცხოვრება მუდმივი თავგადასავლებია.

შიშველი კაცი – შენ წვრილმანების დანახვის ოსტატი ხარ, გიყვარს რთული ამოცანები.

ილუსტრირებული ფსიქოლოგიური ტესტები შესანიშნავი მეთოდია, გაიგოთ ახალი რამ საკუთარ თავზე და გაერთოთ.

რა დაინახეთ თქვენ ამ ფოტოებზე? მოგვიყევით კომენტარებში, ეს ტესტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!