მთავარი ტესტები დაუთმეთ ტესტს მხოლოდ 2 წუთი და გაიგებთ როგორი ფსიქიკური გადახრა გემუქრებათ

დაუთმეთ ტესტს მხოლოდ 2 წუთი და გაიგებთ როგორი ფსიქიკური გადახრა გემუქრებათ

by Keti

უნგრელმა ფსიქიატრმა ლეოპოლდ სონდიმ აღმოაჩინა, რომ ერთნაირი სულიერი დარღვევის მქონე ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ. მისი აზრით ავადმყოფები ქვეცნობიერად განსაზღვრავენ მსგავსებას სახის ნაკვთების.

სონდის მოსაზრება პორტრეტული ტესტის საფუძველი გახდა.

გთავაზობთ ტესტის მოკლე ვერსიას. შეხედეთ 8 ფოტოს და შეარჩიეთ ადამიანი, რომლის გარეგნობაც გაშინებთ და იწვევს თქვენში უსიამოვნებას.

შედეგები

1. სადისტი

შენ ალბათ თრგუნავ ავტორიტარული პიროვნების ჩანასახებს. ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლებისა და ავტორიტარიზმისკენ ხარ მიმართული. ქვეცნობიერად ცდილობ დათრგუნო გარშემომყოფთა მიმართ დესპოტური დამოკიდებულება.

რეალურად კი მშვიდობისმოყვარე ხარ, ზოგჯერ კონფლიქტები გაქვს უფროსობასთან, რადგან შენი მართვა რთულია. უსიამოვნების დროს მისდევ დინებებს და ეს წარმოადგენს ყველა პრობლემის წყაროს.

2. ეპილეფტიკი

შენში იმალება აუხსნელი აგრესია და მრისხანება. ეს მეტყველებს შენს იმპულსურობასა და გაღიზიანებადობაზე. სხვები გიცნობენ კეთილმოსურნე, სტაბილურ და გაწონასწორებულ ადამიანს. ხარ პასუხისმგებელი და ენთუზიასტი.

3. კატატონიკი

ავადმყოფური წარმოსახვა, ნეგატივიზმი – ამით ხასიათდება მოცემული დარღვევა. ამ დაავადებისას შინაგანი განცდები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რეალურ სამყაროში განცდილი. აქვს ჰიპერაქტიური წარმოსახვა, კარგავს რეალობის გრძნობას. გაქვს კონსერვატული ხედვები, არ გიყვარს ცვლილებები, გიჭირს ადამიანთა ნდობა.

4. შიზოფრენიკი

ბავშვობაში დათრგუნე აპათია და შერეული ემოციები. ხარ ჩაკეტილი, უმოქმედო, რთულად ურთიერთობ ადამიანებთან. რეალურად, შენი ხასიათი სხვანაირია, არ გიყვარს მარტოობა, ეტანები დიდ კამპანიებს, თუმცა აცნობიერებ, რომ ურთიერთობები ხელოვნურია და მათ გარეშეც კარგად იქნები.

5. ისტერიკული

ემოციური არასტაბილურობა, ნარცისიზმი, ექსიბიციონიზმი. ამ ფოტოს არჩევით გსურს ყურადღება მიიპყრო და თავი დაიმკვიდრო. გახასიათებენ თავდაჭერილ და პრინციპულ ადამიანად, დიდ ყურადღებას უთმობ გარეგნობას და მისდევ მოდას, რათა სხვებს მოეწონო.

6. დეპრესიული ადამიანი

შენი დეპრესია ქვეცნობიერის სიღრმეებში თვლემს. ამ დროს ქვეითდება თვითშეფასება, ჩნდება კომპლექსები, იზრდება შფოთვა, დანაშაულის განცდა. რეალურად აქტიურად ცხოვრობ, პოზიტიური ხარ. დეპრესიული მომენტების დასაფარად გიწევს ყველასთვის გახდე ფსიქოლოგი.

7. მანიაკი

აგზნებადობა, მომატებული თვითშეფასება, ზეემოციურობა – ეს მანიაკის თვისებებია. ცხოვრებაში ჩრდილში ყოფნა გირჩევნია, არ გიყვარს კონფლიქტები, არც შეკრებები გიზიდავს, გაქვს ჯანსაღად მოაზროვნის იმიჯი.

8. პიროვნების გაორება

თუ ერთხელ მაინც იფიქრე, რომ შენში 2 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს, ეს ახსნადია. სავარაუდოდ, ბავშვობაში სირთულეები გქონდა თვითრეალიზაციასთან. გრძნობ შენს გენდერულ კუთვნილებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადამიანმა გარშემომყოფებთან მოახდინოს ქალურობის ან კაცურობის დემონსტრირება. მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესთან ურთიერთობა.

სონდის ტესტის გაშიფვრა არ მეტყველებს ფსიქიკური დაავადების არსებობაზე, ეს აჩვენებს დათრგუნული იმპულსების აფეთქებას, განწყობას.

იცანით თქვენი თავი ტესტში? მოგვიყევით კომენტარებში შედეგებზე! სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!