მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ბანანის ჩისქეიქი?

როგორ მოვამზადოთ ბანანის ჩისქეიქი?

by Keti

ეს შესანიშნავი დაბალკალორიული ნამცხვარი არასდროს მოგბეზრდებათ. შეგიძლიათ რეცეპტის გამრავალფეროვნება სხვადასხვა ჩირის ან სეზამის მარცვლების დამატებით.

ბანანის ჩისქეიქი ხაჭოთი თქვენი ფავორიტი დესერტი გახდება.

ინგრედიენტები

  • 500 გ უცხიმო ხაჭო
  • 5-6 მწიფე ბანანი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 კვერცხი

მომზადება

1. ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში ან ჩასრისეთ ბადეზე. ასევე ათქვიფეთ ბანანი ან ჩაჭყლიტეთ ჩანგლით.

2. ხაჭო – ბანანის მასას დაამატეთ კვერცხი და ფქვილი. აურიეთ. შეგიძლიათ ვანილის დამატება. შესაძლოა ასევე ქიშმიშის ან სხვა ჩირის დამატებაც.

3. ფორმას წაუსვით კარაქი, მსუბუქად მოაყარეთ ფქვილი. ჩადეთ ცომი ფორმაში, შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

თუ დესერტი ტკბილი არ მოგეჩვენათ, მოასხით მას კარამელი ან შედედებული რძე. მაგრამ არ ღირს – შესაძლოა ბანანის არომატი და ნაზი გემო დაითრგუნოს.

შეამოწმეთ რეცეპტი და გადაეცით სხვებსაც. ის განსაკუთრებით გამოადგებათ წონაში დაკლების მსურველებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: