მთავარი სილამაზე გაუხეშებულ და დახეთქილ ხელებს ამ ნიღაბით უშველით. აი რეცეპტი

გაუხეშებულ და დახეთქილ ხელებს ამ ნიღაბით უშველით. აი რეცეპტი

by guramus

ხელები ასაკს ისევე გასცემენ, როგორც კანი თვალების გარშემო, ხანდახან უფრო ძლიერადაც. თუ კანს კოსმეტიკის და სპეციალური პრეპარატების მეშვეობით ვანახლებთ, ხელებთან საქმე უფრო რთულადაა. ისინი ყველა ქალის სავიზიტო ბარათია.

სილამაზის სალონებში იდეალურ მოვლას შემოგთავაზებენ, თუმცა რთული კვირაში ერთხელ თუნდაც 10 წუთით ძვირადღირებულ პროცედურებზე იარო. წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც კანს ღრმად წმენდს, აახალგაზრდავებს და აუმჯობესებს.

ხელების მოვლა სახლის პირობებში

ძვლები ყველაზე დაუცველი ადგილია. მათზე მოქმედებენ მზის სხივები, ქიმია, მექანიკური დაზიანებები. კანისქვეშა ცხიმის ფენა ხელებზე ძალიან თხელია. შედეგად კანი დაბერებას უკვე 20 წლის ასაკიდან იწყებს.

საჭმლის კეთება, დალაგება და სიმშრალე კანს უფრო ძლიერ აბერებს, ვიდრე დრო. 30-40 წლის ასაკიდან ჩნდება პიგმენტური ლაქებიც.

საბედნიეროდ, სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ საშუალება, რომელიც მათაც უშველით, ვინც 60-70 წელს მიაღწია. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი 40 წლის ასაკისთვის დამახასიათებელ იერსახეს დაიბრუნებს.

რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. მარილი (სჯობს ზღვის)
  • 2 ს.კ. საკვები სოდა
  • 3 ს.კ. სახის ქაფი (ან დასაბანი გელი)

თუ ზღვის მარილს გამოიყენებთ დაყლიტეთ. აურიეთ სოდაში და დაამატეთ გელი ან ქაფი. მიიყვანეთ არაჟნის მსგავს მასამდე.

როზა მზად იქნება, წაისვით ხელებზე და თითებზე გაინაწილეთ მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით. 10 წუთის განმავლობაში მთელი ხელი მოიცვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი გაგაოცებთ.

  • ხელებზე წვრილი თმა დაგცვივათ და მესამე-მეოთხე ჯერზე გაზრდას შეწყვეტს.
  • კანი გათეთრდება, პირგმენტური ლაქები ნელ-ნელა შეუმჩნეველი გახდება და გაქრება.
  • ბებერა და კოჟრები დარბილდება და გაქრება.
  • კანი რბილი გახდება, რადგანაც სოდის ნიღაბი მარილით იდეალური სკრაბია.
  • მტკივნეული ნაზარდები შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ.

პროცედურა კვირაში ერთხელ გაიკეთეთ, მეტკერ არა. ის ძლიერი საშუალებაა. ვისაც მშრალი კანი აქვს, შეუძლია ხსნარს 1 კოვზი ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა ზეთი დაამატოს.

აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. თავად პროცესი სასიამოვნოა, მსუბუქ მასაჟს გულისხმობს. კვირაში 10 წუთი და ხელები ძველებურ ბწრყინვალებას დაიბრუნებენ, არ დაგავიწყდეთ დატენიანება არამხოლოდ ნიღბის ჩამობანის შემდეგ, არამედ ყოველდღე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: