მთავარი კულინარია ამ რეცეპტით ხრაშუნა კიტრის მარინადი ერთ ღამეში მზადდება. აი რეცეპტი

ამ რეცეპტით ხრაშუნა კიტრის მარინადი ერთ ღამეში მზადდება. აი რეცეპტი

by Keti

გენიალური ჩეხოვიც კი ამტკიცებდა, რომ დამარილებული კიტრი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ხელმისაწვდომი და გემრიელი პროდუქტი.

ხრაშუნა, ოდნავ დამარილებული კიტრის რეცეპტი

ერთი შეხედვით მარტივია მისი მომზადება – რეცხვა, მარილიანი წყლის დასხმა და ლოდინი. მაგრამ კლასიკური გემოს მიღება ყოველთვის არ გამოდის. დღეს გთავაზობთ ხრაშუნა კიტრის შესანიშნავ რეცეპტს.

წვნიანი და არომატული კიტრი მზად იქნება 1 დღე-ღამეში.

ამ პროდუქტს რამდენიმე საიდუმლო აქვს. პირველი – შავი ზღვის წყალი, მეორე – კიტრი. არ უნდა იყოს დიდი და მაგარი, არც თხელი კანის, არც მწარე და არც ხორკლიანი

ინგრედიენტები

  • 1-1,5 კგ კიტრი
  • 4 ს.კ. მსხვილი მარილი
  • 2 ლ მდუღარე წყალი
  • 4 კბილი ნიორი
  • 5 ღერო კამა
  • 4 მოცხარის ფოთოლი
  • 4 ალუბლის ფოთოლი
  • 2 მუხის ფოთოლი
  • 3 პირშუშხა
  • 6 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი, მოაცალეთ ბოლოები სწრაფად დასამწნილებლად. ჩაალბეთ ცივ წყალში 3 საათით. დიდი კიტრები შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ.

2. ქილის ძირში ჩადეთ მუხის ფოთოლი, მესამედი კამა, პირშუშხას, მოცხარისა და ალუბლის ფოთლები. დაჭერით ნიორი.

3. კიტრი დააწყეთ ფოთლებზე, დააფარეთ სხვა ფოთლები, დააყარეთ პილპილი და დაფნის ფოთოლი. დაამატეთ დარჩენილი კიტრი და დააყარეთ მწვანილი.

4. მარილხსნარისთვის წყლიანი ქვაბი (შაქრით და მარილით) აადუღეთ. დაასხით ის კიტრს. როცა გაცივდება, დაალაგეთ ქილები აივანზე ან რაფაზე.

5. საღამოს თუ გააკეთებთ, დილით მზად იქნება. მაგრამ ნამდვილი გემო გაჩნდება მხოლოდ 24 საათის შემდეგ. ამიტომ 1 დღე-ღამის შემდეგ კიტრი მაცივარში შეინახეთ, რათა არ გადამჟავდეს.

გემრიელი და ხრაშუნა, მსუბუქად დამარილებული კიტრი ყველას უყვარს. ეს შესანიშნავი საოჯახო კერძია, რომელიც უხდება შემწვარ ხორცს, გამომცხვარ კარტოფილს და ყველა კერძს.

გიყვართ დამარილებული კიტრი? მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! აჩვენეთ მეგობრებს, რათა მათაც შეაფასონ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: