მთავარი ჯანმრთელობა სისხლში შაქრის დონის დამწევი ხალხური საშუალებები

სისხლში შაქრის დონის დამწევი ხალხური საშუალებები

by Keti

შაქრიანი დიაბეტი მუდამ აქტუალური ხდება, დაავადებას მძიმე შედეგები აქვს. სანამ საქმე მედიკამენტებით მკურნალობამდე მივა, სჯობს, სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე სხვადასხვა ხალხური მეთოდით ვიზრუნოთ.

მოხარშული ხახვი

ინგრედიენტები

  • 3 კგ ხახვი
  • 250 მლ მდუღარე წყალი

მომზადება

  1. მთელი ხახვი 10 ნაწილად გაყავით.
  2. დილით წვრილად დაჭერით ერთი ნაწილი.
  3. გადაიტანეთ ემალის ქვაბში, დაასხით წყალი.
  4. ადუღეთ 8-10 წთ.
  5. გადმოდგით, გადაწურეთ.
  6. გადაყარეთ ხახვი, სითხე სამად გაყავით. დალიეთ დღეში 3ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  7. გაიმეორეთ ეს 10 დღე.
  8. შეისვენეთ რამდენიმე თვე და განაახლეთ კურსი.

მოხარშული კვერცხი და ძმარი

ინგრედიენტები

  • კვერცხი
  • ძმარი
  • წყალი

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი მაგრად, საღამოს პერიოდში.
  2. გაფცქვენით და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
  3. ჩაასხით ძმარი ღრმა ჯამში, ჩადეთ იქ კვერცხი, რათა დაიფაროს ძმრით. დატოვეთ მთელი ღამე.
  4. დილით მიირთვით კვერცხი და დააყოლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

კამის წყალი

დაგჭირდებათ

  • 1 ს.კ. კამის თესლი
  • 1 ლ მდუღარე
  • თერმოსი

მომზადება

  1. თესლს მდუღარე დაასხით, დადგით თერმოსში 1 სთ.
  2. გადაწურეთ, მიიღეთ დღეში 2 ჭიქა დილა-საღამოს.
  3. მუცლის შებერილობისა და კოლიკების დროს დღეში 3-4 ჭიქაც შეიძლება.

გოგრის თესლი, დარიჩინისა და ფინიკი

დაგჭირდებათ

  • 150 გ სუფთა გოგრის თესლი
  • წყალი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 4-5 ფინიკი

მომზადება

  1. ჩაალბეთ თესლი წყალში 8 საათით.
  2. გადაღვარეთ წყალი და თესლი ბლენდერში ჩაყარეთ, დაამატეთ 4 ჭიქა წყალი. ათქვიფეთ.
  3. გადაწურეთ მარლით, დაამატეთ დაჭრილი ფინიკი და დარიჩინი. ათქვიფეთ.
  4. გოგრის რძე შუშის ქილით მაცივარში შეინახეთ.
  5. მიიღეთ დღეში 100-100 გ, ჭამამდე 30 წთ ადრე. სვით 4 დღის მონაცვლეობით.

საზამთროს თესლის ნახარში

დაგჭირდებათ

  • 40 გ უმი საზამთროს თესლი
  • 1 ლ წყალი
  • 150 გ საზამთროს რბილობი (სურვილით)

მომზადება

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, დადგით ცეცხლზე.
  2. ადუღებისას ჩაყარეთ საზამთროს თესლი (დანაყილი).
  3. ხარშეთ დაბალზე 30 წუთით.
  4. გადმოდგით და დატოვეთ 1 სთ.
  5. გადაწურეთ და ჩაასხით ჭურჭელში.
  6. დალიეთ პირველად უზმოზე, საუზმემდე 30 წთ ადრე. სვით თითო ჭიქა დღეში 3ჯერ.

შაქრის დამაქვეითებელი სხვა ხალხური საშუალებები

1. ოროვანდას ფესვები

40 გ მშრალ ოროვანდას ფესვს დაასხით 300 მლ მდუღარე, დატოვეთ 2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 3ჯერ, ჭამის შემდეგ.

2. ბაბუაწვერას ფესვები

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 0,5 ლ მდუღარე. დატოვეთ. გადაწურეთ და მიიღეთ. ერთი დღის სამყოფია.

3. კაკლის ახალი ფოთლების ნაყენი

დაჭერით მშრალი მაისის ფოთლები. 1 ს.კ.-ს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 1 წუთი. გააციეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღე.

4. მოცვის ფოთლები

1 ს.კ. მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, აადუღეთ. დატოვეთ 2 სთ, გადაწურეთ, სვით 3ჯერ დღეში, 1/3 ჭიქა.

5. იასამნის ფოთლების ჩაი

2 ს.კ. ახალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დატოვეთ 6 სთ. ეს დღეღამური ნორმაა, 3-4 ჯერზე დასალევი.

6. სამყურას ფოთლები და ყვავილები

1 ს.კ. ახალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დატოვეთ 3 სთ. დალიეთ 1/3 ჭიქა 3ჯერ დღეში, ჭამამდე.

თქვენ უკვე იცით, როგორ დაიქვეითოთ შაქრის დონე სისხლში. ამის პარალელურად უარი თქვით ალკოჰოლსა და მოსაწევზე. სანამ კურსებს დაიწყებთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

იყავით ჯანმრთელი და გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: