მთავარი კულინარია კენკრის ლიქიორი: ,,ოთხი ოთხზე”

კენკრის ლიქიორი: ,,ოთხი ოთხზე”

by Keti

ზაფხულში დაკრეფილი კენკრის გემრიელი და ტკბილი ლიქიორი ალკოჰოლიცაა და გამორჩეული სასმელიც.

ლიქიორის რეცეპტი ყველას თავისი აქვს. ჩვენ გთავაზობთ მარტივს და გამორჩეულს: 4 ჭიქა შაქარი, 4 ჭიქა წყალი, 4 ჭიქა კენკრა, 4 ჭიქა არაყი.

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა შაქარი
  • 4 ჭიქა წყალი
  • 4 ჭიქა კენკრა
  • 4 ჭიქა არაყი

მომზადება

1. დაასხით შაქარს თბილი, ანადუღარი წყალი.

2. წყალს გარეცხილი და მშრალი კენკრა დაამატეთ (მთლიანი).

3. დაამატეთ არაყი და მოთმინება მოიკრიბეთ.

4. გადაასხით სითხე შუშის ქილაში, სასურველია, 3 ლიტრიანი. დააფარეთ პლასტმასის ხუფი და შეინახეთ ბნელ ადგილას.

5. დააყოვნეთ 10-14 დღე, სანამ სასმელი გამჭვირვალე არ გახდება.

6. ხილი ამ დროს გამოყოფს ფერს, არომატს, წვენს და დაილექება. ფრთხილად გადაასხით გამჭვირვალე ლიქიორი სხვა ჭურჭელში (არ შეანჯღრიოთ).

7. ჩაასხით ის შუშის ბოთლებში.

გემრიელი გამოდის ნებისმიერი კენკრით, თუმცა სასურველია, ისინი იყოს რბილი და წვნიანი. საბოლოოდ, ამ ლიქიორის სიმაგრე იქნება 18-22 გრადუსი.

მოცხარის ლიქიორი უფრო რბილი გამოდის, ალუბლის კი – უფრო მაგარი. არყის ჩანაცვლება სპირტით შეგიძლიათ, თუმცა გრადუსი მოიმატებს.

გაუზიარეთ გემრიელი ლიქიორის რეცეპტი მეგობრებს!