მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა?

როგორ გავიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა?

by Keti

მრავალნი თვლიან, რომ საკმარისია უარი თქვა ტკბილეულზე, პურზე და ფასთფუდზე. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მხოლოდ შეაჩერებს წონის მატებას, მაგრამ რაც უკვე დაგროვდა ორგანიზმში ცხიმის სახით, იმას რა ეშველება?

დიეტოლოგები გვირჩევენ უარი ვთქვათ მარტივ ნახშირწყლებზე, გამოვიყენოთ ბევრი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული და ომეგა3 ით მდიდარი პროდუქტები. თუმცა არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომლის შესახებ ბევრს ავიწყდება. ეს არის მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი სასმელები.

გთავაზობთ ამ სასმელების 3 ვარიანტს.

სასმელები მეტაბოლიზმისთვის

მეტაბოლიზმისა და ცხმის წვის დასაჩქარებლად

დაჭერით ვაშლი და დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი. დაამატეთ 1 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი. აურიეთ და დატოვეთ 2 საათით. ნაყენი დალიეთ ძილის წინ.

მეტაბოლიზმისა და კუჭ-ნაწლავის  მოქმედების გასაუმჯობესებლად

ერთ ჭიქა უცხიმო კეფირში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი. აურიეთ და შემდეგ დაამატეთ 1/2 ჩ.კ. ჯინჯერი. აურიეთ. სვით დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ.

მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისთვის 

მოამზადეთ 1,5 ჭიქა  ფოთლოვანი მწვანე ჩაის ნაყენი. დაამატეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი. როდესაც გაცივდება, ჩაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. სვით დღეში 2 ჯერ სადილამდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე.

ამ სასმელების პარალელურად უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სტილი: მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ. ორივე ერთად კომბინაციაში მეტ შედეგს მოგცემთ. თავის მხრივ, წონის კლება უფრო მეტ მოტივაციას შეგძენთ ვარჯიშისთვის.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც და ერთად ებრძოლეთ ჭარბ წონას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: