როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

გთავაზობთ უმარტივეს და უიაფეს  ხრაშუნა ცომისგან მომზადებული ხვეულების სამარხვო რეცეპტს,  წვეთი რძისა და ყველანაირი კვერცხის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ს. კ. შაქარი
  • 30 გ დაპრესილი საფუარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა ჯემი

მომზადება

1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაამატეთ შაქარი და მარილი. გაცერით ფქვილი ცალკე ჯამში. მას თანდათან დაამატეთ გახსნილი საფუარი, ზეთი და მოზილეთ ცომი. ის ამოსვლას დაიწყებს მოზელვის პროცესშივე, მაგრამ დარწმუნებისთვის დატოვეთ ცომი თბილ ადგილას 30 წუთით.

როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

2. ცომი გაყავით 3 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ 5 მმ სისქის მრგვალი ფირფიტის სახით. თითოეული ფირფიტა დაჭერით 8 ტოლ ნაწილად.

როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

3. თითოეული პატარა სამკუთხედის ფუძეზე დადეთ ცოტა ჯემი, ნაპირები შემოუკეცეთ და გადაახვიეთ.

როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

4. ხვეულები დაალაგეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

5. გამომცხვარ ხვეულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა და სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, თუმცა გაციებულიც აჯობებს ნაყიდ ანალოგს.

როგორ მოვამზადოთ ხვეულა კვერცხისა და რძის გარეშე?

შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ხილის ჯემი, მთავარია, ძალიან თხელი არ იყოს. ასევე შესაძლოა შიგთავსად დარიჩინიანი ვაშლის, სეზონური კენკრის  და სხვათა გამოყენება. ეს ცომი უნივერსალურია და  ნებისმიერი სამარხვო  საკონდიტრო ნაწარმისთვის გამოდგება.

  კომენტარები