მთავარი კულინარია ვაშლის ფუნთუშების რეცეპტი, რომელიც 20 წუთში მოგამზადებინებთ

ვაშლის ფუნთუშების რეცეპტი, რომელიც 20 წუთში მოგამზადებინებთ

by Keti

25 წუთში შესაძლებელია მთელი წყება ფუნთუშის გამოცხობა და ამიტომ არ არის საჭირო დაელოდოთ დასვენების დღეებს.

ჩვენ გთავაზობთ დაბრაწული ვაშლის ფუნთუშის საზაფხულო ვარიანტს საფუარის გარეშე. ეს არის უჩვეულო დესერტი, როცა ვაშლი ცომში კი არ იმალება, არამედ მისი კუბიკები უბრალოდ ერევა ფუძეში.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი ვაშლი
  • 120 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 1 ცალი გამაფხვიერებელი
  • 500 გ ფქვილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი ვანილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი. აურიეთ. ჩაამატეთ შაქარი და ვანილი.
  2. პატარა პორციებად დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომშივე ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი.
  3. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი და დადეთ მასზე ცომი კოვზით 5 სმ იანი ინტერვალით.
  4. შედგით ფუნთუშები გამოსაცხობად 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით.

მზადაა! მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით. ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლიავი, ატამი, ჩირი…

ჩაატარეთ ექსპერიმენტები და შედეგები გაუზიარეთ მეგობრებს!