მთავარი ჯანმრთელობა ქლოროფილიპტი: უიაფესი საშუალება. დროში გამოცდილი 15 რეცეპტი.

ქლოროფილიპტი: უიაფესი საშუალება. დროში გამოცდილი 15 რეცეპტი.

by Keti

ქლოროფილიპტი ნატურალური ანტიმიკრობული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. ფარმაკოლოგიაში ანტისეპტიკების ჯგუფს ეკუთვნის. აფთიაქებში იყიდება მისი 1%იანი სპირტ-ხსნარი, 2%იანი ზეთოვანი ხსნარი, საწუწნი ტაბლეტები და სპრეი.

შემადგენლობაში შედის ქლოროფილი და ევკალიპტი. ევკალიპტი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

ალერგიის გამოსარიცხად ჩაიტარეთ მგრძნობელობის ტესტი, ხოლო შინაგანი მიღების წინ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი 

1. ყელის ტკიბილი, სურდო, ფარინგიტი

1 ს.კ. სპირტ-ხსნარი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს. გამოივლეთ ყელში დღეში 4-5ჯერ.

2. ანგინა, ტონზილიტი

ზეთოვან ხსნარში ჩასველებული ბამბის ტამპონით ნუშურა ჯირკვლები გაიწმინდეთ, დღეში 3ჯერ, 1 კვირის მანძილზე. ყელის გამოვლენა ჯობს სპირტ ხსნარით (1 ჩ.კ. 150 მლ თბილ წყალზე).

3. სურდო, ცხვირის დაცობა

ქლოროფილიპტის ზეთოვან ხსნარში ჩასველებული ბამბა ნესტოში მოითავსეთ 10-15 წუთით. პროცედურა იმეორეთ.

4. ოქროსფერი სტაფილოკოკი

თუ აღმოგაჩნდათ სტაფილოკოკური ბაქტერია, ჩაიწვეთეთ ცხვირში 2-3 წვეთი ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი

5. აკნე

ბამბის ჯოხი დაასველეთ სპირტ-ხსნარში და წაისვით გამონაყარზე

6. სტომატიტი, ღრძილების ანთება, ჰერპესი

გამოივლეთ ყელში ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სოდა და 1 ჩ.კ. ქლოროფილიპტის სპირტ-ხსნარი. ხშირად გამოივლეთ პირის ღრუც, განსაკუთრებით, ჭამის შემდეგ. ჰერპესი კი ამოწვით სპირტ-ხსნარით.

7. ჭრილობები

სპირტ-ხსნარი უხდება ახალი ჭრილობების დეზინფექციას. თუ მაინც გაჩნდა ჩირქგროვა, დაავადებულ ადგილას დაიდეთ ზეთოვან ხსნარში ჩასველებული ტამპონი მთელი ღამით.

8. ჰაიმორიტი, სინუსიტი

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი, ,,აეკოლი”, კარავაევის ბალზამი და ატმის კურკის ზეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 3-4 წვეთი დღეში 3ჯერ. დაგეწვებათ, მაგრამ ეს ნორმალურია. ძილის წინ ნესტოებში ჩაიდეთ ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონები.

9. ნახეთქები ქუსლებზე

გაიკეთეთ ფეხის აბაზანა (2 ს.კ. სოდა 3 ლ წყალზე). შეძლებისდაგვარად მოიშორეთ უხეში კანი ქუსლებიდან, გაიმშრალეთ და დაიდეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის კომპრესი მთელი ღამით. ჩაიცვით თბილი წინდები.

10. ძვლოვანი წანაზარდები ტერფზე

შეურიეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის 3 მლ და 1 მლ დიმექსიდი. ჩაასველეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი ბინტი ან ბამბის ქსოვილი. მიიდეთ ფეხზე. შემოიხვი8ეთ პოლიეთილენი. ჩაიცვით მატყლის წინდები. გაიმეორეთ, სანა ტკივილი არ გაქრება.

11. ფურუნკულები, ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა

დაგეხმარებათ ზეთოვანი ხსნარის აპლიკაციები, რომელიც უნდა შეცვალოთ დღეში 2ჯერ ჭრილობის შეხორცებამდე.

12. ანტიბაქტერიული საპონი

2 ს.კ. ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი შეურიეთ გამდნარ საპონს. გადაასხით ნარევი სილიკონის ფორმაში და გააციეთ.

13. გინეკოლოგიური პრობლემები

მშობიარობის შემდგომი ნახეთქები და საშვილოსნოს ყელის ეროზია წარმატებით იკურნება ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის ტამპონებით. გააკეთეთ ღამე, 14 დღის განმავლობაში.

14. მომატებული ოფლიანობა

შეურიეთ 150 მლ თბილ წყალს 3 ს.კ. კოვზი სპირტ-ხსნარი, 1 ს.კ. სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. წაისვით ნარევი კანზე და ბოლომდე შეიშრეთ. გაიკეთეთ დილა-საღამოს. 1 კვირის შემდეგ ოფლს უსიამოვნო სუნი აღარ ექნება. ნარევი ფეხებისთვისაც კარგად მოქმედებს.

15. ფეხის სოკო

გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა სოდისა და ქლოროფილიპტის სპირტ-ხსნარით. შემდეგ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე ჩაის ხის ზეთი.

ქლოროფილიპტი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.

სახის გამწმენდი ნიღაბი თეთრი თიხით

1 ს.კ. თეთრი თიხა (კაოლინი) განაზავეთ ცივ წყალში სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. დაამატეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის 4 წვეთი, კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

როგორც ხედავთ, გარკვეული დაავადებების დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო არ არის ძვირი წამლების ყიდვა, ამისთვის ერთ-ერთი იაფი საშუალებაა ქლოროფილიპტი.

მოგვიყევით კომენტარებში, როგორ იყენებთ ქლოროფილიპტს. გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: