მთავარი ურთიერთობები კვლევებმა აჩვენა, რომ ცუდი ხასიათის მქონე შეყვარებულები კაცებს უფრო ჯანმრთელებს ხდიან

კვლევებმა აჩვენა, რომ ცუდი ხასიათის მქონე შეყვარებულები კაცებს უფრო ჯანმრთელებს ხდიან

by Keti

მეგობარი გოგონას ხასიათზე წუწუნი და მისი ცვალებადი განწყობა ხშირად კაცების მუდმივი განხილვის საგანია. თუმცა ეს არც ისე ცუდია, რადგან კვლევების მიხედვით რთული ხასიათის გოგონები ხშირად იღბლიანი მამაკაცების ხვედრია. ეს კაცებს უფრო ჯანმრთელს ხდის და ამცირებს მათში სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.

ჩვენ დღეს აგიხსნით ამის მიზეზებს.

ცუდ ხასიათზე ყოფნის უპირატესობები

ეს უარყოფითად მიიჩნევა, თუმცა დადებითი მხარეებიც აქვს. მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, ცუდი ხასიათი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობაზეც.

რა უნდა გვახსოვდეს

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,228 ადამიანმა და მათმა პარტნიორებმა. მათ ჰკითხეს ურთიერთობის შესახებ კმაყოფილების დონეზე, ის თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ პარტნიორებთან თვისუფალ დროს. გამოვლინდა, რომ ისინი ძალიან გახსნილები არიან ერთმანეთთან და კრიტიკასაც კონსტრუქციულად იღებენ.

შედეგი განსხვავებულია ქალებსა და კაცებში

ქალების შემთხვევაში პირიქითაა, ის ქალბატონები, რომლებიც მეტად პოზიტიურ გარემოს ქმნიან, ნაკლები რისკის წინაშე დგანან, რომ მომავალში დიაბეტი გაუჩნდეთ. მეცნიერების თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი გაცნობიერებულად მოქმედებენ მათივე პარტნიორების ბედნიერებისთვის. ცუდი ხასიათი კი მხოლოდ პარტნიორ მამაკაცებს ეხმარება და არა თავად ქალებს.

კონტროლი გასაღებია

კაცები კი, რომლებიც ურთიერთობაში არიან ქალებთან, რომლებიც მათ სულ აკრიტიკებენ და დიდ მოთხოვნებს უყენებენ, ნაკლები რისკის წინაშე დგანან, რომ დიაბეტი განუვითარდეთ.

დარეგულირებული ქცევა

დიაბეტის განვითარების შემთხვევაში, ეს კაცები დაცულნი არიან მომავალში ადვილად დაძლიონ აღნიშნული დაავადება. ეს კი მეცნიერების მტკიცებით, რთულ ურთიერთობებზე არ არის დამოკიდებული. არამედ იმაზე, რომ კაცებს ჯანსაღი უნარი აქვთ გაუმკლავდნენ კრიტიკას და მოთხოვნებს.

ინტელიგენტობის ნიშანი

ქალები, რომლებსაც ცუდი ხასიათი აქვთ, როგორც წესი, უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი მეტად ჭკვიანები არიან. უფრო სკეპტიკურები და ობიექტურები, რაც ანალიზში ეხმარებათ. ალბათ ამიტომაც აქცევენ პარტნიორები მეტ ყურადღებას და საბოლოოდ უფრო ჯანმრთელებიც რჩებიან.

ცუდი ხასიათის უარყოფითი მხარე

ძლიერი პერსონალური ხასიათის მქონე ქალები უპირატესობაში არიან გადაწყვეტილებების მიღებისას. მკვლევარი ხუან მანუელ რომერო ვილას კვლევით, მძომე განწყობების მქონე ადამიანები უფრო ადვილად სუქდებიან. ეს იმიტომ, რომ მათი სხეული ადრენალინსა და კორტიზოლს გამოყოფს, რაც ხელს უშლის წონის კლებისთვის საჭირო ენერგიის გამოყოფას.

კიდევ რომლებია სხვა ნეგატიური ან პოზიტიური ჩვევები, რომლებიც ძლიერ ადამიანებს აქვთ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში, სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!