მთავარი კულინარია ფარშისგან მომზადებული ,,ზვინები”

ფარშისგან მომზადებული ,,ზვინები”

by Keti

დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ პატარა ,,ზვინები” ფარშისგან. უგემრიელესია!

ინგრედიენტები

  • 500 გ ფარში
  • 300 გ კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ ხახვი
  • 50 გ მაიონეზი
  • 150 გ ყველი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. კარტოფილი მოხარშეთ ნახევრად, გააციეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. მაიონეზი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ.

2. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში ოქროსფრამდე.

3. კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით წვრილად. დაამატეთ ცოტა მაიონეზი და აურიეთ. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.

4. საცხობ ფორმას დააფარეთ პერგამენტი, შემდეგ წაუსვით ცხიმი. დაალაგეთ ზემოდან ფარშის გუნდები, გაბრტყელებული 1 სმ სისქის ზომაზე.

5. ფარშს ზემოდან დაადეთ მოშუშული ხახვი, კვერცხი მაიონეზით, შემდეგ კარტოფილი. შეგიძლიათ კარტოფილს წაუსვათ ცოტა მაიონეზი.

6. თითოეულ ხორცის ფირფიტას დააყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ეს კერძი შესანიშნავია საოჯახო ვახშამზეც და სადღესასწაულო სუფრაზეც. კეთდება პორციებად და ერთ ულუფაში თავმოყრილია ხორციცა და ბოსტნეულიც ყველთან ერთად! განუმეორებელია!

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი მეგობრებს. ისინი მადლიერები დაგრჩებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: