მთავარი კულინარია თაფლის ნამცხვარი ‘’ფუტკარი’’

თაფლის ნამცხვარი ‘’ფუტკარი’’

by Keti

დღეს გთავაზობთ თაფლიანი ტორტის მომზადებას. გავიხსენოთ ბავშვობის განუმეორებელი გემო.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • 2 ს. კ. თაფლი
  • 250 გ შაქარი
  • 500-550 გ ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ჩ. კ. სოდა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • 150- 200 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 1 პაკეტი ვანილი

მომზადება

1. ქვაბში შეურიეთ კვერცხი, შაქარი, კარაქი და თხელი თაფლი.

2. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის გადნობამდე.

3. როდესაც შაქარი მთლიანად გადნება, დაამატეთ სოდა. მასა ამოქაფდება და მოცულობაში გაიზრდება ორჯერ. ენერგიულად ურიეთ 30 წამი კიდევ და გადმოდგით.

4. კოვზით ჩაყარეთ წინასწარ გაცრილი ფქვილი. როდესაც მასა გაცივდება, ხელით გააგრძელეთ ცომის მოზელა. უნდა გამოვიდეს რბილი ცომი.

5. ცომი გაყავით 8 ნაწილად . დააგუნდავეთ, დააფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და შედგით მაცივარში.

6. ამასობაში მოამზადეთ კრემი.

7. პატარა ქვაბში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, კვერცხი, ვანილი და კარგად აურიეთ. თანდათანობით დაამატეთ რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

8. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ კრემი. თან სულ ურიეთ.

9. ცხელ კრემში ჩააგდეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ გადნობამდე.

10. ცომის გუნდები მორიგეობით გამოიღეთ მაცივრიდან. გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ პერგამენტზე და ქაღალდიანადვე გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.

11. ფირფიტები გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 3-4 წუთით.

12. სანამ ფირფიტები ცხელი იქნება, დაადეთ სასურველი ფორმა და შემოაჭერით ნაპირები. ისინი არ გადაყაროთ.

13. გაციებულ ფირფიტებს წაუსვით ასევე გაციებული კრემი, დააწყეთ ერთმანეთზე და ზემოდან და გვერდებზეც წაუსვით კრემი. მოაყარეთ დაფხვნილი ჩამოჭრილი ნაპირები.

14. თაფლის ტორტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

15. ტორტი გამოდის რბილი, ნაზი და კარაქივით იჭრება.

გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გააზიარეთ სოცქსელში. დაე, სხვებმაც გაიხსენონ ახლო წარსულის ნამცხვრის გემო!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: