მთავარი კულინარია ქათმის ფილე ყაბაყით

ქათმის ფილე ყაბაყით

by Keti

ყაბაყი ამ სეზონზე აქტუალური ბოსტნეულია. დაბალკალორიული და ვიტამინებით სავსეა, მოსამზადებლად – იოლი. ყაბაყისგან უამრავი კერძი მზადდება. ამჯერად გთავაზობთ ქათმის ფილეს ყაბაყით.

კერძი მზადდება სწრაფად და განსაკუთრებული სოუსის წყალობით არომატული და რბილი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 300 გ ქათმის ფილე
  • 500 გ ყაბაყი
  • 100 მლ რძე
  • 100 გ მდნარი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით
  • ორეგანო – გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, ყაბაყი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად ან გახეხეთ ის მსხვილ სახეხზე.

2. ცხელ ტაფაში ჩაასხით ზეთი, შეწვით მასში ქათმის ფილე, სანამ ის არ გათეთრდება. შემდეგ ფილეს მოაყარეთ მარილი და დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. დაამატეთ ყაბაყიც. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთით, თავდახურული.

3. ბლენდერში ჩადეთ მსხვილად გახეხილი მდნარი ყველი, ჩაასხით თხელი რძე, დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ მასა.

4. მზა ყაბაყისა და ხორცის ნარევში ჩაასხით სოუსი, მოაყარეთ ზემოდან ორეგანო და მიიტანეთ სუფრასთან.

ქათმის ფილე ყაბაყთან ერთად ძალიან უხდება სპაგეტს ან ახალ კარტოფილს, თუმცა ის ცალკეც ძალიან გემრიელია. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ კერძს დაამატოთ ქამა სოკო, მწვანე ლობიო ან ისპანახი, ამით გემო უფრო მრავალფეროვანი გახდება.

მოამზადეთ კერძი სიამოვნებით და აუცილებლად გაუზიარეთ ახალი რეცეპტები თქვენს მეგობრებს!