მთავარი ადამიანები მამაკაცის ისტორია, რომელიც 382 დღე არ ჭამდა, რათა წონაში დაეკლო

მამაკაცის ისტორია, რომელიც 382 დღე არ ჭამდა, რათა წონაში დაეკლო

by Keti

ანგუს ბარბიერი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ხანგრძლივი შიმშილის გამო შევიდა. შიმშილი 382 დღეს გრძელდებოდა. მეცნიერები დღესაც ვერ ხვდებიან, როგორ ცხოვრობდა ის ამდენ ხანს საჭმლის გარეშე, ვინაიდან უმეტესობა მეცნიერების ირწმუნება, რომ 40 დღეზე მეტ ხანს შიმშილი სიცოცხლისთვის საშიშია.

ერთი წელი მინერალურ წყალზე და ვიტამინებზე

1965 წელს ზედმეტი წონის მქონე 27 წლის მამაკაცმა, რომელიც 456 ფუნტს იწონიდა, ექიმებთან შეთანხმებით გადაწყვიტა საჭმელზე უარი ეთქვა. თავიდან ის მზად არ იყო, რომ დიდხანს მიეტოვებინა კვება, თუმცა მას ეს პროცესი გაუადვილდა. მას იდეალურ ფორმაში ყოფნა სურდა.

ერთ წელზე დიდხანს ის ვიტამინურ დანამატებსა და ფერმენტებს იღებდა, განსაკუთრებული ინტენსივობით, ვიტამინ C-ს. შემდეგ დაიწყო კალიუმის აბების მიღება და ბოლო დღეებში მარილის ჭამაც. ის ბევრ ჩაის, ყავას, მინერალურ და ჩვეულებრივ წყალს სვამდა. დიეტის ბოლოს ცოტა რძისა და შაქრის მიღებაც დაიწყო.

ის კუჭში 37-38 დღეში ერთხელ გადიოდა, ეს ბუნებრივია, როცა ცოტას ჭამ.

ის საკვების მაღაზიაში მუშაობდა და სამსახურიდან წამოვიდა, რათა წონაში ეფექტურად დაეკლო

ის ხშირ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებდა, მაგრამ მაინც სულ სახლში იყო და მეთვალყურეობას უწევდნენ.

ექიმები ამბობდნენ, რომ კაცს გლუკოზის დონე ძალიან დაბალი ჰქონდა, მაგრამ ის მაინც აკეთებდა საყვარელ საქმეებს და ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემა არ შეჰქმნია.

მოხარშული კვერცხი მისთვის დელიკატესი იყო

ანგუსმა დიეტა 1966 წლის 11 ივლისს შეწყვიტა. მან 276 ფუნტი დაიკლო და 180-ს იწონიდა.

დიეტის შემდეგ ანგული საუზმეზე ერთ მოხარშულ კვერცხს მიირთმევდა ერთ ნაჭერ პურთან, კარაქთან და ყავასთან ერთად. მას იმ დროს საჭმლის გემო დავიწყებულიც კი ჰქონდა და კვების პროცესით დიდ სიამოვნებას იღებდა.

დიეტის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ ანგუსს მხოლოდ 16 ფუნტი ჰქონდა მომატებული. მას შემდეგ 2 შვილი ეყოლა და კიდევ 24 წელი იცოცხლა.

შეიძლება წონაში დაკლება საჭმელზე უარის თქმით?

არ ღირს ასეთი უკიდურესი ხერხის ცდა. დუნდის (შოტლანდია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობითი დიეტის 5 შემთხვევა აღწერეს, სადაც ფინალი სიკვდილი იყო. ერთი პაციენტი 210 დღიანი შიმშილის შემდეგ ჭამით გარდაიცვალა (საჭმლის უეცარი მიღება არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს სხეულში).

ძალიან დაბალკალორიული დიეტაც კი ზრდის გულის შეტევის რისკს, რადგან წონა და კუნთები სწრაფად ქრება. მოკლედ რომ ითქვას, ასეთი დიეტის მეთოდი საკმაოდ საშიშია სიცოცხლისთვის. ანგუსივით მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ.

გიცდიათ ოდესმე დაბალკალორიული დიეტა? როგორ ფიქრობთ ანგუს ბარბირი შეშლილი იყო თუ მამაცი? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!