მთავარი ჯანმრთელობა ჯანსაღი ცხოვრების 10 მარტივი ხრიკი, რომლებიც თქვენს სხეულს ახალივით გახდის

ჯანსაღი ცხოვრების 10 მარტივი ხრიკი, რომლებიც თქვენს სხეულს ახალივით გახდის

by Keti

ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანმრთელად ყოფნა დიდ შრომას და ფულს მოითხოვს. მაგრამ რეალურად მარტივადაც შეგიძლიათ უფრო ჯანმრთელად იგრძნოთ თავი, თუკი ახალ ჩვევებს თქვენს რუტინად აქცევთ.

წარმოგიდგენთ ჯანმრთელობის მარტივ ხრიკებს.

სცადეთ ყურძნის წვენი თავის ტკივილის შესამსუბუქებლად

თუ მიგრენით იტანჯებით და ბუნებრივ გზას ეძებთ ტკივილისგან გასათავისუფლებლად, მაშინ ყურძნის წვენი საუკეთესო პასუხია. მიგრენი ხშირად სეროტონინის ნაკლებობით ჩნდება, რასაც ყოველდღიურად თითო ჭიქა ყურძნის წვენი უშველის. მას უფრო პრევენციული ხასიათი აქვს.

ყურძენი მდიდარია ვიტამინი C, A და B2-ით, რაც ასევე არეგულირებს ბალანსს ტვინში და ამცირებს თავის ტკივილს.

ორაგული მბზინვარე და ჯანსაღ თმას გაჩუქებთ

ცხიმოვანი მჟავები, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინა, რომელსაც ეს ზღვის პროდუქტი შეიცავს, საგრძნობლად აძლიერებს ფოლიკულებს და ასტიმულირებს თმის ზრდას. ექვსი თვის მანძილზე ამ პროდუქტისა და ზოგადად ცხიმოვანი მჟავების, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებით ფერხდება თმის ცვენის პროცესი.

წონის კლება ლიმონიანი და მარილიანი წყლით

ლიმონიანი წყლის სარგებლობაზე უკვე ყველამ ვიცით, მისი სისტემატიურად მიღების შემთხვევაში უამრავ დაავადებას ავიცილებთ თავიდან. მას დაამატეთ ცოტა მარილიც და იდეალურ წონაში დასაკლებ სასმელს მიიღებთ. ნარევი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ებრძვის გაუწყლოებას.

ფრჩხილების გათეთრება კბილის პასტით

კბილის პასტა მხოლოდ კბილის ემალს კი არ ათეთრებს, მას ფრჩხილებიდან ლაქების მოშორებაც შეუძლია. პასტის მცირე რაოდენობა ფრჩხილზე წაისვით და ჯაგრისით გაიხეხეთ. ეცადეთ, კბილის პასტა ფრჩხილზე რამდენიმე წუთს გაიჩეროთ, ბოლოს კი წყლით გადაიბანეთ.

მოახდინეთ თმის ზრდის სტიმულირება თქვენივე სისხლის შრატით

თავის კანის მასაჟი არის ძალიან მარტივი პროცედურა, თუმცა საგრძნობლად აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. თავის კანის მასაჟი მოწოდებულია იმისათვის, რომ შემცირდეს თმის ცვენა, გაუმჯობესდეს თმის ზრდა, თმა გახდეს ბზინვარე და ჯანმრთელი. ის ასევე ეფექტურია ქერტლის საწინააღმდეგოდ.

თავის მასაჟი სასარგებლოა ყველა ტიპის თმისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს ცხიმიანი თმა, რადგან თავის თმიანი ნაწილის მასაჟი კიდევ უფრო აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას.

ისაუზმეთ გაღვიძებიდან 30 წუთის შემდეგ

ეს წარმატებული დიეტის საწინდარია, ადგომიდან 30 წუთის მანძილზე საუზმობა ძალიან უხდება ნივთიერებათა ცვლას.

დალიეთ ჰიდროლიზირებული კოლაგენი 

კანის, სახსრების, მყესების პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კოლაგენი. ეს არის სტრუქტურული ცილა, რომელიც მთელ სხეულშია მიმობნეული. ის სჯობს შინაგანად მიიღოთ, მეტი ეფექტი ექნება.

გაითეთრეთ კბილები ხილით

მარწყვი: ათეთრებს კბილებს და გვაშორებს საჭმლის ლაქებს

ვაშლი: არის თვითწმენდი აგენტი, ასუფთავებს ნადებს.

ფორთოხალი: ხელს უშლის კბილების გაფუჭებას.

დალიეთ მეტი ყავა ჯანმრთელი ნაღვლის ბუშტისთვის

კოფეინიან ყავას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკი. ქალებში კოფეინიანი ყავის გამოყენება ამცირებს ნაღველკენჭოვანი დაავადებების სიმპტომატიკას.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: