მთავარი ჯანმრთელობა ეს ბუნებრივი მინერალი 25-დან 70 წლამდე ყველა ქალმა უნდა მიიღოს

ეს ბუნებრივი მინერალი 25-დან 70 წლამდე ყველა ქალმა უნდა მიიღოს

by Keti

ძვირფასო ქალებო, თუ უცებ შეამჩნევთ, რომ გაგიუარესდათ ძილი, გუნება-განწყობა, ღიზიანდებით ყველაფერზე და არაფრის ძალა არ გაქვთ, ესე იგი, მაგნიუმის დეფიციტზეა ეჭვი.

რისთვის არის საჭირო ეს მინერალი და როგორ შეგვივსოთ მისი მარაგი?

მაგნიუმის ქლორიდის ხსნარი

ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის აცილება შეიძლება მაგნიუმის დონის დარეგულირებით. მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე ქალი სათანადოდ ვერ იკვებება.

მაგნიუმის დეფიციტი, რკინის, კალციუმის ნკლებობის მსგავსად, გავრცელებული პრობლემაა. 25 წლის შემდეგ მაგნიუმის ქლორიდი ქალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სად მოვიპოვოთ ეს მიკროელემენტი? პირველ რიგში საკვებიდან. მაგნიუმის შემცველობით ლიდერია ზღვის წყალმცენარეები, ხორბლის ქატო, გოგრის თესლი, სეზამი, ნუში, არაქისი, კაკალი, ისპანახი, ლობიო, ფინიკი. მზესუმზირა.

თუ ვერ ცვლით რაციონს, მაგნიუმი ბიოლოგიური დანამატის სახით მიიღეთ: მაგალითად, მაგნიუმის ქლორიდის წყალხსნარი ან მაგნიუმის ქლორიდი ტაბლეტებში.

მაგნიუმის ქლორიდის ნაერთი აღადგენს მაგნიუმის დონეს და ასევე აუცილებელია კალციუმის სწორად შეთვისებისთვის.

მაგნიუმის ქლორიდი ბუნებრივი მინერალია. ის კარგად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ითვლება ბუნებრივ ანტიდეპრესანტად.

რითია სასარგებლო მაგნიუმის ქლორიდი?

  1. ასუფთავებს სისხლს და არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
  2. ასუფთავებს თირკმლებს და ხელს უშლის მარილებისა და კენჭების დაგროვებას.
  3. ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაგრებს ნერვულ დაბოლოებებს.
  4. კარგად ებრძვის დაღლილობას.
  5. ასუფთავებს სისხლძარღვებს და ამაგრებს გულის კუნთს.
  6. აუცილებელია კალციუმის ბალანსისთვის.

7. აქვეითებს ,,ცუდი” ქოლესტერინის დონეს.

8. ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.

9. ებრძვის შეკრულობას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

10. ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვიცავს ნაადრევი დაბერებისგან.

11. ამსუბუქებს კლიმაქტერულ გამოვლინებებს. აღადგენს ჰორმონულ ფოს.

მაგნიუმის ქლორიდი გამოყენება

დაგჭირდებათ მზა დანამატი, ტაბლეტების, წვეთების ან კრისტალების სახით.

მომზადება ადვილია, აიღეთ 30 გ მაგნიუმის ქლორიდის კრისტალი და გახსენით 1 ლ თბილ ანადუღარ წყალში. აურიეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში. შეინახეთ თავდახურული.

მიიღეთ ასეთი სქემით: 40 წლამდე ქალებისთვის საკმარისია 1 ს.კ. დილით. 40-60მდე ქალებისთვის კი 2 ს.კ. 70 წლის ზემოთ – მაგნიუმის ქლორიდის მიღება რეკომენდებულია 2-2 ს.კ. დილა-საღამოს.

მაგნიუმის ქლორიდი უკუნაჩვენებია წყლულოვანი კოლიტების, დიარეის, თირკმლების უკმარისობის დროს. არ მიღოთ ანტიბიოტიკებთან ერთად, არ შეიძლება მიღება 12 წლამდე ბავშვებში. გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და ჩააბარეთ ანალიზები, რათა დარწმუნდეთ, რომ გაკლიათ მაგნიუმი.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იკვებოთ სწორად და გქონდეთ ცხოვრების ჯანმრთელი წელი.

მოგეწონათ ჩვენი სტატია? გაუზიარეთ ის მეგობრებს!