მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ვარდის მურაბა

როგორ მოვამზადოთ ვარდის მურაბა

by Keti

რა დასანანია, რომ ულამაზესი ვარდების თაიგული, რაც არ უნდა ძვირფასიანი იყოს, ერთი  კვირის შემდეგ დაჭკნება და სანაგვეში აღმოჩნდება. ვარდებისგან უფრო მეტ ტკბობას და სარგებელს მივიღებთ, თუ მისგან მურაბას მოვამზადებთ.

ვარდი არა მხოლოდ ლამაზი ყვავილია. ის შეიცავს B, C, PP  ვიტამინებს, კაროტინს, ასევე იოდს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, სელენს, კალციუმს. ანთებისააწინააღმდეგო მოქმედება აქვს ვარდის ზეთს.

ვარდის მურაბას კი ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი გემო და არომატიც აქვს.

გთავაზობთ მისი მომზადების მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 500 გ ჩაის ვარდის ფურცლები
  • 3 ლ წყალი
  • 3 კგ შაქარი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ. კ. ლიმონის მჟავა

მომზადება

1. ვარდის ფურცლები გარეცხეთ და გააშრეთ.

2. ჩაყარეთ ფურცლები ღრმა ქვაბში და დაასხით გაფილტრული წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წუთი.

3. ამოიღეთ ფურცლები ქაფქირით. ისინი არ გადაყაროთ.

4. ვარდის ნახარშში ჩაყარეთ შაქარი და გაადნეთ.

5. ლიმონი გაწურეთ და წვენი ჩაასხით ნახარშში.

6. მანდვე ჩაყარეთ ლიმონის მჟავა და ვარდის ფურცლები. კარგად აურიეთ.

7. მურაბა მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ხარშეთ 20 წუთი. პერიოდულად ურიეთ.

8. მზა მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

ჩაის ვარდის მურაბა ეფექტურია ანგინის დროსაც.

მოამზადეთ სიამოვნებით და რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს სოცქსელში.