მთავარი კულინარია ხვეულების რეცეპტი არაჟნით

ხვეულების რეცეპტი არაჟნით

by Keti

ხრაშუნა გემრიელი ხვეულები, ნაზი და ფენოვანი – ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. ხვეულების ცომი ნაზი რომ გამოვიდეს, უნდა დაუმატოთ ღორის ქონი.

ღორის ქონი რამდენიმე მიზეზის გამოა კარგი: პირველ რიგში, მაღალ ტემპერატურაზე არ წარმოქმნის კარცენოგენებს, მეორე კი ისაა, რომ ცომი დიდხანს ძლებს.

ხვეულები არაჟანზე

ინგრედიენტები

  • 140 გ კარაქი
  • 60 გ ღორის ქონი
  • 400 გ ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. ქონი და კარაქი 1,5 საათით მოათავსეთ საყინულეში.

2. ცივი ინგრედიენტები დაჭერით და ფქვილს შეურიეთ.

3. ცალკე აურიეთ არაჟანი, რძე, კვერცხის გული და ლიმონის წვენი. შეურიეთ ფქვილს და მოზილეთ ცომი.

4. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1 სთ. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

5. ცომი 6-ად გაყავით. გააბტყელეთ წრიულად და დაჭერით სექტორებად.

6. სექტორებზე დანით დადეთ შიგთავსი, მოუხდება სქელი ჯემი.

7. გადაახვიეთ კანფეტისებურად.

8. ხვეულები, კუდით ქვემოთ, დაალაგეთ პერგამენტიან საცხობზე.

9. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 18 წუთით.

10. მზა ხვეულებს შაქრის პუდრა მოაყარეთ. მიიტანეთ ჩაისთან, რძესთან ან ყავასთან. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ გემრიელი რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: