მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ იხვი მარინადში

როგორ მოვამზადოთ იხვი მარინადში

by Keti

სადღესასწაულო იხვის წარმატებული რეცეპტი ყველა დიასახლისის არსენალში უნდა იყოს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ რბილი და წვნიანი იხვი და ამით სტუმრები გააკვირვოთ. სწორი დამარინადება და კარგი სოუსი ამაში დაგეხმარებაში.

ინგრედიენტები

  • 1 სუფთა იხვი
  • 4-5 მჟავე ვაშლი
  • 115 გ ახალდაწურული ფორთოხლის წვენი
  • 100 გ სოიოს სოუსი
  • 30 გ გახეხილი იმბირი
  • 2 ს.კ. თაფლი მარინადისთვის
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 ჩ.კ. მშრალი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი პილპილი
  • 1 ს.კ. თაფლი შიგთავსისთვის
  • 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
  • ფორთოხალი მოსართავად

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 10-12 ს.კ. იხვის წვენი და ცხიმი
  • 170 გ ახალდაწურული ფორთოხლის წვენი
  • 1 ფორთოხლის რბილობი
  • 1-2 ჩ.კ. სახამებელი
  • 1-2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 50 მლ წყალი
  • 1 მწიკვი დარიჩინი

მომზადება

1. გარეცხეთ იხვი, გაასუფთავეთ.

2. შეურიეთ სოიოს სოუსი, ფორთოხლის წვენი, რბილობი, იმბირი და თაფლი. ურიეთ თაფლის გადნობამდე.

3. მარინადი დაასხით იხვს, დააფარეთ საკვები ცელოფანი. შედგით მაცივარში 24 სთ. პერიოდულად გდააბრუნეთ იხვი.

4. გაასუფთავეთ 1 ვაშლი, დაჭერით რგოლებად და დაალაგეთ ფოლგადაფარებულ საცხობზე. ნიორი შეურიეთ შავ პილპილს და წაუსვით იხვს, როცა მას მარინადიდან ამოიღებთ.

5. დარჩენილი ვაშლი 4-ად დაჭერით, მოაყარეთ დარიჩინი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი და აურიეთ. ამოავსეთ ვაშლით იხვის მუცელი, ნაპრალი კი ამოავსეთ ხის ან ბამბუკის ჩხირით. დააფარეთ ფოლგა, შედგით 180 გრადუსზე 1,5 სთ.

6. გამოიღეთ იხვი, მოხსენით ფოლგა, წვენი და ცხიმი მოაგროვეთ ცალკე ჯამში (10-12 ს.კ.). კვლავ შეახვიეთ იხვი ფოლგაში და შედგით ღუმელში 30 წთ.

7. სანამ ცხვება, მოამზადეთ სოუსი. იხვის ცხიმს ფორთოხლისა და ლიმონის წვენი დაამატეთ, ასევე თაფლი, დარიჩინი. აურიეთ და აადუღეთ. სახამებელი წყალს შეურიეთ და სოუსს დაამატეთ. კვლავ აადუღეთ, თან ურიეთ.

8. მდუღარე წვენს დაამატეთ ფორთოხლის რბილობი, კვლავ აადუღეთ. სოუსი ტკბილ-მჟავე უნდა იყოს.

9. გამოიღეთ იხვი, მოხსენით ფოლგა, მოასხით ცხიმი და წვენი. ფრთები, ფეხები და კუდი კვლავ ფოლგით შეუხვიეთ. გამოაცხეთ კიდევ 20 წთ.

10. შეამოწმეთ იხვის მომზადება ხის ჩხირით. თუ ღია წვენი გამოვა, ე.ი. მზადაა. დააფარეთ იხვს ფოლგა და დატოვეთ 15 წუთი დასასვენებლად.

11. ფრინველი დადეთ დიდ თეფშზე, მორთეთ ფორთოხლით და მიიტანეთ სუფრასთან სოუსით.

მოგვიყევით კომენტარებში, დაგაინტერესათ თუ არა ამ რეცეპტმა. გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: