მთავარი კულინარია სალა მარილწყალში

სალა მარილწყალში

by Keti

სალა ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტია. ის ამაღლებს იმუნიტეტს და კარგად ანაყრებს. სალაში კალორიების შემცველობა ცოტაა, სამაგიეროდ ის შეიცავს მონოუჯერ ოლეინის მჟავას და პოლიუჯერ ცხიმოვან მჯავებს. სალა განსაკუთრებით ფასობს  მასში არაქიდონის მჟავის შემცველობის გამო, რომელიც პასუხისმგებელია ქოლესტერინის დონესა და ჰორმონების გამომუშავებაზე სისხლში.

ინგრედიენტები

  • 1 კგ სალა
  • 1 ჭიქა მარილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • მარცვლოვანი შავი პილპილი
  • დაფნის ფოთოლი
  • ნიორი

მომზადება

1. ჩაყარეთ წყალში შაქარი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი. წამოადუღეთ და გააციეთ.

2. ნიორი დაჭერით და წაუსვით სალას.

3. დაასხით მარილხსნარი სალას. 1 დღე დატოვეთ სამზარეულოში, შემდეგ კი შედგით მაცივარში. იქ დატოვეთ 1 დღე-ღამე. ამის შემდეგ ამოიღეთ მარილწყლიდან და დადეთ ტილოზე.

4. ძალიან არომატული გამოდის. გემრიელად მიირთვით.

შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ სხვადასხვა სანელებელი. მთავარია მეტი დაფნის ფოთოლი! ის სალას განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: