მთავარი ადამიანები ამ მოწყობილობით 60 წუთში მთელი დღის საკმარის ენერგიას გამოიმუშავებ

ამ მოწყობილობით 60 წუთში მთელი დღის საკმარის ენერგიას გამოიმუშავებ

by Keti

ტექნოლოგიები სულ ვითარდება, ისინი ამარტივებენ ცხოვრებას. ბევრი მათგანი რესურსების ქონებრივ გამოყენებასა და ეკონომიაზეა მიმართული. ერთ-ერთ მათგანზე დღეს მოგიყვებით. გვაინტერესებს თქვენი აზრიც მის ესახებ.

ეს გამოგონება ელექტროენერგიის ეკონომიისა და მისი გონივრულად გამოყენების საშუალებას მოგცემთ.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ელექტროობასთან წვდომა გართულებულია. ინდოელმა მეწარმემ – მანოჯ ბხარგავამ გადაწყვიტა შეეცვალა ეს. მან გამოიგონა მოწყობილობა ,,Free Electric.” ის საშუალებას იძლევა მხოლოდ პედლების ბრუნვით უფასო ელექტროენერგია მივიღოთ.

გამოგონების არსი მარტივია: ატრიალებ პედალს და გამოიმუშავებ ელექტროენერგიას. მწარმოებლების თქმით, მასზე 1 საათი მგზავრობა სახლს 24 საათიანი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

თავად ველოსიპედი უმარტივესი კონსტრუქციისაა. გაფუჭების შემთხვევაში, ნებისმიერი მექანიკოსი შეაკეთებს მას. გამომგონებელი ამტკიცებს, რომ ამ ველოსიპედის გარემონტება ძალიან მარტივია.

საკვირველი ტექნიკის ფასი ასეულ დოლარს არ აღემატება. შემდეგი წლისთვის იგეგმება ასეთი ველოსიპედების 10000-ობით გამოშვება.

მანოჯ ბხარგავა ინდური წარმოშობის ამერიკელი მილიარდელია. ის ცდილობს მსოფლიოს გაუმჯობესებას. მან შექმნა მოძრაობა ,,Billions in Change”, რომლის მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ყველაზე მწვავე პრობლემების გადაწყვეტა.

ველოსიპედი პროგრამის ერთ-ერთი გამოგონებაა. ის ადამიანებს ელექტროენერგიის უფასოდ მიღებაში დაეხმარება და ძირეულად შეცვლის ცხოვრებას.

ჩვენს რეალობაშიც კარგი იქნებოდა ეს საშუალება, თუ გავითვალისწინებთ მზარდ ტარიფებს ელექტროენერგიაზე. თუმცა ეს იდეა ბევრმა გააკრიტიკა – ზოგს ელექტროენერგია მარტივად ეძლევა, ბევრს კი პედლების ტრიალი მოუწევს. ასე ფიქრობენ ტექნიკის მოწინააღმდეგენი. თუმცა, ჩვენი აზრით, იდეა შესანიშნავია.

სხვა უპირატესობებთან ერთად ეს ჯანმრთელობასა და ფიგურაზე ზრუნვაცაა. წარმოიდგინეთ, როგორ კარგად გარდაიქმნება თქვენი სხეული, თუ ყოველდღე 1 საათით ველოსიპედის პედლებს დაატრიალებთ. ეს ორმაგი სარგებელია.

როგორ ფიქრობთ, სასარგებლო გამოგონებაა? ისურვებდით ასეთს სახლში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: