მთავარი სილამაზე მოდის კრიტიკოსები: აი, როგორ გამოვიყურებოდეთ ყოველთვის მოვლილად და მიმზიდველად.

მოდის კრიტიკოსები: აი, როგორ გამოვიყურებოდეთ ყოველთვის მოვლილად და მიმზიდველად.

by Keti

იმიჯის სპეციალისტები ყოველთვის განასხვავებენ შემდეგ ცნებებს: ,,მოდური”, ,,ლამაზი”, ძვირფასი… ეს მახასიათებლები ერთიანდება ჰარმონიულად ან უპირისპირდება ერთმანეთს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ქალებს დავეხმაროთ და მოგიმზადეთ ცხოვრებისეული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ევროპულად მოდური და ძვირფასი იმიჯის შექმნაში. ამ დროს ფინანსები მეორეხარისხოვანია.

როგორ გამოვიყურებოდეთ მოვლილად

1. ხელები – ერთ-ერთი პირველია სრულყოფისთვის. სწორედ მოვლილი ფრჩხილებისა და კანის მიხედვითაც შეიძლება გაარკვიოთ ქალი ნამდვილი ლედია თუ არა.

2. იმიჯის შექმნისას ეცადეთ, მოირგოთ ერთი ფერის ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შერჩეული ფერი პრიოიტეტი უნდა იყოს, ყველა დანარჩენი კი მისი დამატება. დახვეწილობას შეგძენთ ტექსტურის სხვადასხვაობა. რაც უფრო ელეგანტურად და მარტივად გაცვიათ, მით უფრო მდიდრულად გამოიყურებით.

3. მარტივი მოდელი + კარგი ქსოვილი ვიზუალურად მომხიბლავს ხდის მკვეთრ ფერსაც და შავ-თეთრსაც. ხაზის სისუფთავე ყოველთვის მდიდრულია, ამიტომ ტანსაცმელსა და აქსესუარებში სჯობს მეტი გეომეტრიული ფორმები იყოს, ვიდრე ფენოვანი რბილი ხაზები.

4. სამკაულები გამოიყენეთ ხასიათით. ისინი, რომლებიც თქვენს ინდივიდუალობას და უნიკალურობას გამოხატავს. მდიდარი სამკაულებიც ძველებურად მოთხოვნადია, მაგრამ ფასდება ხარისხიანი და ორიგინალური ბიჟუტერიაც. საუკეთესოა საინტერესო სამკაულებიც მცირე რაოდენობა.

5. ძვირფასი ჩანთა უნდა უხდებოდეს გარდერობს. არ გააკეთოთ ეკონომია ჩანთებზე და არ იყიდოთ, სადაც მოგხვდებათ. ფინანსების ნაკლებობის შემთხვევაში, სჯობს, ერთი ჩანთა გქონდეთ, რომელიც ძვირფასად გამოიყურება და უხდება ყველაფერს. შეარჩიეთ გლუვი ტყავისგან დამზადებული გეომეტრიული ფორმის მოდელები მინიმალური დეტალებით.

6. არ გამოეკიდოთ ფსევდო-ტრენდებს. იყიდეთ ერთი, მაგრამ კლასიკური ბრენდული ტანსაცმელი, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ. მთავარია: იყიდოთ ის, რაც ნამდვილად ღირს ყიდვად.

7. კოსმეტიკა – ღირსების ხაზგასმისა და ხარვეზების დაფარვის ერთ-ერთი საშუალება. კოსმეტიკის გამოყენება წესების დაცვით სჯობს და მინიმალურად. არ დაივიწყოთ პარფუმი. შეარჩიეთ ნაზი და მდიდრული არომატები. მთავარი თქვენი უპირატესობაა და არა რეკლამები. ნუ გააკეთებთ ეკონომიას.

8. ერთ-ერთი ძვირფასი მორთულობა არის კლასიკა. ის უხდება ყველას და ყველაფერს. ყველა ფიგურისთვის არსებობს კლასიკური მოდელები.

9. უბრალოდ გაშვებული თმა, თუნდაც ლამაზი, ნამდვილად არ არის მდიდარი იმიჯის ნიშანი. ვარცხნილობა ისეთი უნდა იყოს, თითქოს 5 წუთის წინ გამოხვედით სილამაზის სალონიდან. ყოველი დღე თმის დაყენებით დაიწყეთ და არ დაგავიწყდეთ მისი მოვლა. ,,ძვირფას” ქალს თმა ყოველთვის მდიდრულად აქვს. ბზინავს ჯანმრთელად და ლამაზად აქვს დაყენებული.

ყოველ ქალს სილამაზის თავისი საიდუმლო აქვს. როგორ უნდა გააკეთოს ისე, რომ შავი რგოლები არ შეეტყოს, როგორ გაიკეთოს იდეალური მანიკური და ა.შ.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს შენიშვნები, მათ ძალიან გაუხარდებათ! მოგვიყევით კომენტარებში სილამაზის თქვენს საიდუმლოებზე!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: