მთავარი კულინარია ჟელეს ტორტი ხილით

ჟელეს ტორტი ხილით

by Keti

ზაფხულში მაინცდანაინც არ  არის სასიამოვნო ქურის ჩართვა ტორტის გამოსაცხობად, მაგრამ თუ დესერტი აუცილებელია , ამისთვის არსებობს ჟელეს ტორტები, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება. ისინი იმითაცაა კარგი, რომ გრილია და მსუბუქი. შეგიძლიათ მათ  მოსართავად ნებისმიერი სეზონური ხილის გამოყენება.

ინგრედიენტები

  • 500 გ 15%იანი არაჟანი
  • 400 გ ხილი და კენკრა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ს.კ. ჟელატინი
  • მწიკვი ვანილი
  • 250 მლ წყალი

მომზადება

1. ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ ჟელატინი, გახსენით. დააყოვნეთ 20-25 წუთი.

2. შემდეგ ჩაასხით ტაფაში, დადგით ცეცხლზე, აურიეთ. მიიყვანეთ 70-80 გრადუსამდე. არ აადუღოთ! გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.

3. არაჟანი შეურიეთ ვანილს და შაქარს. აურიეთ კარგად.

4. გაასუფთავეთ, გარეცხეთ ხილი და კენკრა. დაჭერით ხილი პატარა ნაჭრებად.

5. არაჟნის კრემში ჩაასხით გაციებული ჟელატინი, აურიეთ.

6. ხილის ნაწილი დატოვეთ ტორტის მოსართავად. დანარჩენი კი დაამატეთ არაჟნის ჟელეტ და კარგად აურიეთ.

7. ხილიანი ჟელე გადაასხით ფორმაში ან ღრმა ჯამში. მოაყარეთ დარჩენილი ხილი ზემოდან.

8. შედგით ტორტი მაცივარში 3-4 საათით.

9. როცა ტორტი კარგად გაცივდება, ამოიღეთ დანით ფორმიდან. თუ ჯამში გადაიტანეთ ტორტი, მაშინ გასალღვობად ჯამი ჩადეთ ცხელ წყალში 10-15 წამით.

10. არაჟნისა და ჟელეს ტორტი ხილით გამოდის გემრიელი და მსუბუქი. არაჟნის ჟელეს სიტკბო ძალიან უხდება ხილის მსუბუქ სიმჟავეს. გემრიელად მიირთვით!

ჩვენ სულ ვფიქრობთ, რომ გემრიელი დესერტი აუცილებლად კალორიული უნდა იყოს. თუმცა შეგვიძლია მშვენიერი მსუბუქი ტორტის მომზადება, ღუმლის გამოყენების გარეშეც კი!

გაუზიარეთ ეს მშვენიერი რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: