მთავარი ჯანმრთელობა კვება სხეულის გამოსაშრობად

კვება სხეულის გამოსაშრობად

by Keti

სხეულის გამოშრობა მკაცრი ცილოვანი დიეტაა, რომელიც მიმართულია კანქვეშა ცხიმის დაწვისკენ. მას ხშირად სპორტსმენები და მოდელები მიმართავენ.

სპორტისგან შორს მყოფ ადამიანების, რომლებსაც ცხიმის დიდი პროცენტი აქვთ, კლასიკური გამოშრობა მეტაბოლიზმის შეუქცევად დარღვევამდე მიიყვანს.

სპეციალურად მათთვის, ვისი ფიზიკური აქტივობაც ფეხით სეირნობაა, შევარჩიეთ განსაკუთრებული დიეტა: ,,შექცევადი გამოშრობა” – ის გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან ჰორმონული ძვრების გარეშე. დიეტა მოუხდება ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

დიეტის მკაცრი დაცვის შედეგად დაიკლებთ 0,7-1 კგ-ს დღეში.

10- 14 დღიანი დიეტის პროდუქტების სია

  • 5-5 კგ წიწიბურა, ფეტვი, ქერი
  • ახალი კიტრის, პომიდვრის, ბოლოკის, სალათის სასურველი რაოდენობა
  • 1 კგ არატკბილი ვაშლი
  • 1 კგ გრეიფრუტი
  • 20 ქათმის კვერცხი
  • 1 კგ დამჟავებული კომბოსტო
  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 1 კგ ზღვის თევზი
  • 2 კგ უცხიმო ხაჭო
  • 100 გ ნიგოზი
  • 300 გ შავი ქლიავი
  • 4 ლ კეფირი
  • 2 ლიმონი

რეკომენდაციები

  • დილა 1 ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყეთ
  • 0,5 კგ ფილე და 0,5 კგ თევზი მოხარშეთ, გაყავით 1 კვირაზე. მიირთვით დღიური მონაცვლეობით
  • ჩამოთვლილი პროდუქტები შეათავსეთ ასე: ქათამი+ბოსტნეული, თევზი+ბურღულის გარნირი. ფაფის პორცია მუშტის ზომის უნდა იყოს
  • დღეში 2 კვერცხი მიირთვით ხაჭოსთან, 0,5 გრეიფრუტთან ან მუჭა მჟავე კომბოსტოსთან
  • ვაშლი შაქრის გარეშე გამოაცხეთ, მიირთვით ხაჭოსთან დილით ან საღამოს. ხაჭოს პორცია – 150 გ.
  • ხაჭო და კეფირი უხდება ახალ მწვანილს
  • კაკალი და ქლიავი – ხემსი 18:00 საათამდე. პორცია – 3 კაკლის გული და 4 შავი ქლიავი
  • დღის მანძილზე არანაკლებ 1,5 ლ წყალი, მწვანე ჩაი, ნატურალური ყავა შაქრის გარეშე
  • გამორიცხეთ საკმაზები, ისინი მადას აძლიერებს. შეიძლება ცოტა მარილი.

10-14 დღის შემდეგ თუ გსურთ იგივე სქემა განაგრძეთ, მაგრამ ჩართეთ მეტი პარკოსანი: ლობიო, ბარდა. დაამატეთ ინდაურის, კურდღლის, საქონლის უცხიმო ხორცი, მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური, მაგარი ყველი, სქელი იოგურტი, არაჟანი, ზეითუნის ზეთი, სეზონური ხილი, თაფლი.

თადათან ორგანიზმი მიეჩვევა ცომეულის, ძეხვეულისა და ტკბილეულის გარეშე არსებობას. სწორედ ისინია არასაჭირო კალორიების მთავარი წყაროები. თქვენ მიაღწევთ იდეალურ ფორმას და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას. არ დაივიწყოთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: