მთავარი კულინარია ლავაშისგან სწრაფი მეთოდით მომზადებული 1000 და 1 კერძი

ლავაშისგან სწრაფი მეთოდით მომზადებული 1000 და 1 კერძი

by Keti

ლავაში უნივერსალური პროდუქტია, ის გამოიყენება სხვადასხვა ვარიანტით. შიგთავსის ფანტაზირება უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ შევაგროვეთ თხელი ლავაშის კერძების კოლექცია, რომლებიც ძირითადი კერძის მოლოდინში იდეალური წახემსების საშუალებაა.

ლავაშის კერძები 2 ჯგუფად იყოფა: 1. მზა სახით მისაღები, 2. რომლებსაც გაცხელება სჭირდება.

ბოსტნეულის რულეტი

ინგრედიენტები

  • 3 თხელი ლავაში
  • 200 გ ყველი
  • 3 ახალი კიტრი
  • 300 გ სტაფილო
  • 1 კონა სალათა
  • 1 კონა კამა
  • 400 გ მაიონეზი ან არაჟანი
  • 2 ჩ.კ. მდოგვი
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • 4 ს.კ. კეტჩუპი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

1. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ მაიონეზი მდოგვს, თაფლს, კეტჩუპს, მარილს, პილპილს.

2. გაშალეთ ლავაში, დაყარეთ გახეხილი ყველი. დაადეთ მეორე ლავაში.

3. მეორეს წაუსვით სოუსის ნახევარი, მოაყარეთ დაჭრილი კამა და სალათა.

4. კამაზე მესამე ლავაში დადეთ, წაუსვით სოუსი, დაადეთ დაჭრილი კიტრი და სტაფილო.

5. გადაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.

ქათმის რულეტი

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • 1 ფილე
  • 1 მდნარი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ მაიონეზი
  • 200 გ სტაფილო
  • მწვანილი

მომზადება

1. მოხარშეთ ფილე და კვერცხი, გახეხეთ სტაფილო.

2. პირველ ლავაშზე დაახეხეთ მდნარი ყველი. დააფარეთ მეორე ლავაში, წაუსვით მაიონეზი და დაადეთ წვრილად დაჭრილი ქათამი და კვერცხი. დააფარეთ მესამე, მასზე დადეთ სტაფილო და მწვანილი.

3. გადაახვიეთ რულეტისებურად.

უჩვეულო კრაბის რულეტი

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 300 გ სტაფილო
  • 300 გ კრაბის ჩხირები
  • 3 მდნარი ყველი
  • 200 გ მაიონეზი
  • ახალი მწვანილი

მომზადება

1. წაუსვით ლავაშს მაიონეზი, დადეთ გახეხილი სტაფილო. დაალაგეთ მთლიანი კრაბის ჩხირები და გადაახვიეთ.

2. მეორე ლავაშზე მაიონეზი წაუსვით, დაალაგეთ გახეხილი კვერცხი და ყველი. ნაპირზე პირველი რულეტი დაადეთ და შემოახვიეთ.

3. მესამე ლავაშს მაიონეზი წაუსვით, დაახეხეთ კრაბის ჩხირები, მოაყარეთ მწვანილი. წინა ორმაგ რულეტს შემოახვიეთ ეს ლავაში

მარტივი რულეტი ძეხვით

ინგრედიენტები

  • 2 ლავაში
  • 300 გ მოხარშული ძეხვი/ლორი
  • 300 გ ყველი
  • 2 ს.კ. მდოგვი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • სალათის ფურცლები

მომზადება

დადეთ ერთი ლავაში მეორეს, წაუსვით მაიონეზი და მდოგვი, ზემოდან დაადეთ სალათის ფურცლები, მწვანილი, წვრილად დაჭრილი ყველი და ძეხვი. გადაახვიეთ.

თევზის რულეტი ყველით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გ სიომგა/ორაგული
  • 150 გ ყველი
  • კამა

წაუსვით ლავაშს რბილი ყველი, მოაყარეთ კამა, დაადეთ თევზი. გადაახვიეთ. მზად არის!

ლავაში ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გ ყველი
  • 1 პომიდორი
  • მწვანილი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი

შეურიეთ ყველი დაჭრილ ნიორს, მწვანილს. ლავაშზე დადეთ შიგთავსი, დაადეთ დაჭრილი პომიდორი. გადაახვიეთ კონვერტისებურად. შეწვით ბადეზე ორივე მხრიდან. ხშირად გადააბრუნეთ.

ლავაში ქათმით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 1 მოხარშული ფილე
  • 150 გ ყველი
  • 1 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მდოგვი, კეტჩუპი
  • ახალი მწვანილი

გაყავით ლავაში 4-ად, წაუსვით თითოეულს მდოგვი, კეტჩუპი, მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაადეთ ქათმის ნაჭრები, მწვანილი, ბოსტნეული. გადაახვიეთ და შეწვით მაღალზე.

სოსისი ლავაშში

გაყავით ლავაში 4-ად, დააფინეთ სალათის ფურცლები, გახეხილი სტაფილო. დაადეთ კეტჩუპ და მდოგვწასმული სოსისი, შეახვიეთ და შეწვით მაყალზე.

ლავაშის ჩიფსები

დაგჭირდებათ თხელი ლავაში, სანელებელი და ზეთი. შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ლავაშს, რომელიც წინასწარ გექნებათ დაჭრილი სასურველ ფორმებად. აურიეთ.

დაალაგეთ ნატეხები საცხობზე ერთ ფენად, გააშრეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთით.

ლავაშში შეგიძლიათ ნებისმიერი რამ შეახვიოთ – ხაჭოდან დაწყებული თევზით დამთავრებული. მაგრამ ყველაზე გემრიელი იქნება ყველით, პომიდვრით და ბაზილიკით, რომელსაც მაყალზე შეწვავთ.

თქვენ რომელ შიგთავსს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ აზრები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: