მთავარი საკითხავი ანტონ ჩეხოვის გენიალური ფრაზები

ანტონ ჩეხოვის გენიალური ფრაზები

by guramus

ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.

პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.

არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.

არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.

ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?

მშობლიური ქვეყნის ჰაერი ყველაზე ჯანმრთელი და მაცხონებელია.

უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან.

მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა.

კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს.

თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.

როცა ნაღდი ფულის იმედად ცხოვრობ, შენ გესმის ლიმიტი სამყაროსი, რომლის გარშემოც ყოველდღიურად გიწევს ნავიგაცია. კრედიტი კი მიგაქანებს უდაბნოსკენ, რომელსაც უხილავი საზღვრები აქვს.

მდიდარი კაცი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც შეუძლია ადრე გაზაფხულზე დიდებულ მდგომარეობაში იცხოვროს.

ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია.

ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო?

კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.

არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა.

ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის.

ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: