ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: 7 Numara

7 Numara (2000)

ოთხი ქალაქელი გოგო და 3 სოფლელი ბიჭი სტამბოლში გადავლენ სასწავლებლად, სადაც იმ მოხუც წყვილთან ერთად იწყებენ ცხოვრებას, რომლისგანაც სახლი აქვთ ნაქირავები. ისინი იცინიან, ტირიან, ჩხუბობენ და ძალიან ცდილობენ რომ ერთმანეთს მოერგონ, შემდეგ კი აცნობიერებენ რომ ნელნელა განუყოფელი ოჯახის წევრებად იქცევიან ერთმანეთისთვის.

 

Çarli İş Başında (2000)  

ეს შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ორიათასიანების სატელევიზიო სერიალის მთავარი პროტაგონისთი მაიმუნია, სახელად ჩარლი. ტალატ სანალი ორი ბავშვის მამა და ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი ამერიკაში მცხოვრები მდიდარი ბიძა გარდაიცვლება და ანდერძით მოითხოვს, რომ მის ერთადერთ შვილს, ჩარლის, ტალატმა მიხედოს.

ტალატი ამას დათანხმდეა, თუმცა მისდა გასაკვირად ჩარლი მაიმუნი აღმოჩნდება. თუმცა, არა ორდინალური მაიმუნი, არამედ მისი ყველაზე დიდი ჰობი ლუდის სმა, მოწევა და ფენერბახჩეს ფანობაა.

 

Tatlı Hayat (2001) 

თუკი კარგ კომედიას ეცემთ, რომელიც აბსურდულად წარმოდგიდგენთ თურქული ოჯახის ცხოვრებას, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს შოუ. იჰსან ყილდიმირის სამრეცხაო ბიზნესის აღზევებასთან ერთად, მისი ოჯახი ძალიან მდიდრება და გადაწყვეტენ მდიდრულ უბანში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მაღალი კლასის წარმომადგენლებთან გააბავენ კავშირებს.

თუმცა, ელიტას შორის ცხოვრებას თავისებური სურპრიზები მოაქვს ახლად გამდიდრებული ოჯახისათვის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათი შვილი მეზობელ გოგონაზე გადაწყვეტს დაქორწინებას.

 

Dadı (2001) 

მელეკი ოცნებობს, რომ მის შეყვარებულზე დაქორწინდეს, რომელთანაც უკვე დიდი ხანია აქვს ურთიერთობა. თუმცა, ბედს მისთვის სხვა გეგმები აქვს. შეყვარებულთან დაშორების და სამსახურის დაკარგვის შემდეგ, იგი შემთხვევით ხვდება მდიდარ ქვრივს იომერს, რომელთანაც მისი სამი შვილის ძიძად იწყებს მუშაობას.

ძიძობის გამოცდილების არქონის გამო იგი სრულიად ახლიდან იწყებს უცნობი სამყაროს შეცნობას, რომელიც მდიდრულ ცხოვრებას, მდიდარ ქმარსა და სრულიად ახალი ცხოვრების სტილს უკავშირდება.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Asmalı Konak

Asmalı Konak (2002) 

ბაჰარი ისტამბოლელი ბიუროკრატის ქალიშვილია. იგი სეიმენს მაშინ ხვდება, როდესაც ნიო–იორკში სწავლის დამთავრების პირასაა. მათ ერთმანეთი უყვარდებათ და გადაწყვეტენ დაქორწინდნენ. ისინი სეიმენის მშობლიურ ქალაქში, კაპადოკიაში გადაწყვეტენ დაბრუნებას, სადაც სეიმენის ოჯახი ცხოვრობს. სწორედ აქ იწყება და მთავრდება ყველაფერი ბაჰარისა და სეიმენისათვის. ეს შოუ დასრულების შემდეგაც დიდი ხნით იყო მაყურებლების ფავორიტი.

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Ekmek Teknesi

Ekmek Teknesi (2002) 

ნუსრეტის ოჯახი საცხობს მართავდა სამეზობლოში სამი თაობის განმავლობაში. ამ სერიალის მთელი ისტორია ესმეთის, მისი ცოლისა და ხუთი ქალიშვილის შესახებაა და მათ ყოველდღიურ, სიცილით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ნუსრეტს ვაჟი არ ჰყავს, რომელსაც სიკვდილის შემთხვევაში საცხობს დაუტოვებს, რის გამოც იგი ნერვიულობს. ეს გულის გამათბობელი კომედია თურქული საზოგადოების მიერ ვაჟ შვილზე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ასახავს.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Bir İstanbul Masalı

Bir İstanbul Masalı (2003) 

სასიყვარულო სამკუთხედი ორ მდიდარ ძმასა და მათ ლამაზ მოახლე ესმას შორის ატრაქციონს ჰგავს, რომელსაც დასასრული არ აქვს. ეს ისტორია სტამბოლის ამბებზე მოგვითხრობს, სადაც ორი განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელი ცხოვრების ისტორია ერთმანეთს ერწყმის, მდიდარისა და ღარიბის.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Kurtlar Vadisi

Kurtlar Vadisi (2003) 

კურტლარ ვადისი ანუ მგლების ხეივანი, შთამბეჭდავ ისტორიას მოგვითხრობს მაფიის გუნდის შესახებ, როელსაც მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება სურთ და იმათზე ბატონობაც, ვინც ამაში ხელს უშლით. პოლატი, რომელიც სპეციალურად იმისთვის გაზარდეს, რომ მაფიის საქმეებში ჩართულიყო და მაღალ საფეხურებზე ასულიყო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Avrupa Yakası

Avrupa Yakası (2004) 

ეს კომედიური სერიალი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ყოველდღიურად ელიტურ უბანში უწევს არსებობა. ეს შოუ “თეთრ თურქებს” აშარჟებს. ამ ტერმინით იმ მოსახლეობის ნაწილს მოიხსენიებენ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრესს, დასავლეთს და რესპუბლიკურ ხედვებს. ეს სერიალი საკმაოდ ცნობილი გახდა და ძირითადად ანატოლიელ მამაკაცზე მოგვითხრობდა, რომელიც სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მდიდრული ცხოვრებით ეცხოვრა.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Aliye

Aliye (2004) 

ალიე საკუთარ ორ შვილთან ერთად ბიძასთან გადადის საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს რომ მისი ქმარი უფრო ახალგაზრდა და ლამაზ გოგოსთან ღალატობს. თუმცა, მისი ქმარი ალიეს ცხოვრების გართულებას არ წყვეტს, რადგან ცდილობს რომ ბავშვების მეურვეობის უფლება თვითონ მოიპოვოს.

ამ ქალის პერსონაჟი თურქი დედის თავდადების წარმოდგენას ცდილობს მისი შვილების მიმართ და იმას წარმოაჩენს, თუ რამდენის გაწირვა შეუძლია მას მათთან ერთად დარჩენის მისაღწევად.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Yaprak Dökümü

Yaprak Dökümü (2006) 

ისტორია დრამატული დასასრულისკენ მიმავალ ბედნიერ ოჯახზე მოგვითხრობს, სადაც ბავშვები იზრდებიან და საკუთარ ცხოვრების გზას ირჩევენ. ალი რიზა ოთხი შვილის ამაყი მამაა, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს. მისი შვილი ფიქრეტი ბანკში იწყებს მუშასოას, სადაც ხარ ქალ ფერჰუნდეს ხვდება და გარკვეული დროის შემდეგ მასზე ქორწინდეა. ფერჰუნდეს შემომატების შემდეგ, ოჯახი საერთოდ აღარ გავს ძველებურ ოჯახს.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Yalancı Yarim

Yalancı Yarim (2006) 

ტარიკი გათამამებული და ამპარტავანი შვილი და მემკვიდრეა საკმაოდ ცნობილი ანკის მფლობელის, ჰულუსი ტეკელიოღლუსი. იგი ჰპირდება საკუთარ მამას, რომ ეკონომიკას ისწავლის იტალიაში, თუმცა მამა მალევე იგებს, რომ მისი შვილი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული რალის პილოტია იტალიაში და მის ქონებას ფლანგავს სიამოვნების მიღებასა და გართობაში. თანაც, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს არაფრის გამო.

ჰულუსი ტარიკს უჩივის და მას უსჯის 9–დან 5 საათამდე მუშაობას სადაზღვეო სფეროში, რათა მისი ვალი გაისტუმროს ბანკის წინააღმდეგ. ტარიკს სხვა გამოსავალი არ რჩება გარდა იმისა, რომ სახლიდან გაიქცეს და თავის გადასარჩენად სხვა სამსახური იპოვოს, აკეთოს ის რაც ყველაზე მეტად გამოსდის: მანქანის ტარება. ნაზი, ცნობილი ტექსტილის კომპანიის მფლობელის, ვაჰი იოზკულის გათამამებული ქალიშვილი ასევე ქუჩის რბოლებითაა დაინტერესებული.

მისი სახიფათო გატაცებისგან დასაცავად, ვაჰი ტარიკს ქირაობს ნაზის მძღოლად. ნაზი ძალიან ცდილობს, რომ ტარიკს სამსახურის მიტოვება აიძულოს, თუმცა ბოლოს იგი უყვარდება, თუმცა ამის აღიარებას არ აპირებს.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Doktorlar

Doktorlar (2006)

ამ დრამას ერთ დროს ყველა არხის მთავარ განრიგში მთელი რიგი ეკავა. ის მოგვითხრობს თურქეთის ერთ–ერთი ყველაზე კარგი საავადმყოფოსა და თავდადებული ექიმეის შესახებ, რომლებიც თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. ეს პოპულარული ამერიკული სერიალი გრეის ანატომიის ადაპტაციაა, რომელმაც თურქი მანდილოსნების ყურადღება მომხიბვლელი მსახიობების წყალობით მალევე მიიქცია.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Kavak Yelleri

Kavak Yelleri (2007-2011)  

ცნობილი ამერიკული სერიალი Dawson’s Creek–ის ადაპტაცია მარტივად გახდა პოპულარული თურქ ახალგაზრდებს შორის. ასლი, დენიზი და ეფე ბავშვობის მეგობრები არიან. ქალაქში ახალი გოგონა მინე გადმოდის საცხოვრებლად, რომელიც დენიზს ჭკუას აკარგინებს. ასლის საერთოდ არ სურს მისი სიყვარულის ოიექტი დენიზის დათმობა ახლად გადმოსული გოგონასთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეფე ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ამ მეგობრობის შესანარჩუნებლად, იგი მაინც თავისდაუნებურად იხიბლება ასლით. ასეთი ცხოვრების მქონე მეგობრების ცხოვრება ყოველდღე უცნაური შემთხვევებითა და საინტერესო ისტორიებითაა სავსე, რომელიც ორიგინალურ ემოციურ ფონს ქმნის მაყურებლებისათვის.

 

ყველა დროის საუკეთესო 15 თურქული სერიალი

ფოტო: Aşk-ı Memnu

Aşk-ı Memnu (2008-2011) 

აკრძალული სიყვარულისა და შურისძიების ისტორიის წყალობით, ეს სერიალი შეიძლება თურქეთში ორიათასიანების ყველაზე პოპულარულ სერიალადაც ჩაითვალოს. ბიჰთერი მისი დედის სიყვარულის ობიექტზე, ადნანზე ქორწინდება, რათა მაზე შური იძიოს.

ადნანის საცხოვრებელში გადასვლის შემდეგ იგი ბეჰლულს ხვდება, ადნანის ახალგაზრდა და ლამაზ ძმიშვილს, რომელიც მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ნელა თუმცა უეჭველად, აკრძალული სიყვარულის ცეცხლი მათ შიგნიდან წვავთ. ოჯახის არაორდინალური ყოველდღიურობა მალე იჩენს თავს და თითოეული გმირის ცხოვრება თანდათან სულ უფრო და უფრო რთული ხდება საიდუმლო გრძნობების გამო.

  კომენტარები