მთავარი სილამაზე როგორი სურნელი მოსწონთ მამაკაცებს

როგორი სურნელი მოსწონთ მამაკაცებს

by Keti

თითქმის ყველა ქალი სარგებლობს სუნამოთი, რათა ირგვლივმყოფებს თავი მოაწონონ. საინტერესო ისაა, ჩვენი საყვარელი სუნი მოხიბლავს თუ არა საპირისპირო სქესს. შესაძლოა პარფუმი, რომლითაც ქალი ტკბება, სხვაში შეიძლება გულისრევას იწვევდეს.

ამიტომ დაიმახსოვრეთ გავრცელებული არომატები, რომლებსაც მამაკაცები კატეგორიულად ვერ იტანენ!

1. ვანილი

დაუტოვეთ ვანილის ტკბილი არომატი ტორტებსა და ფუნთუშებს, შენ ქალი ხარ და არა საკონდიტრო ნაწარმი. სამაგიეროდ, კატებს მოსწონთ ეს არომატი და სუნის ყნოსვაზე ხახუნს იწყებენ.

2. ბებიის დროინდელი სუნამოები

იგულისხმება საბჭოეთის, ან Chanel № 5, კლიმატი, ოპიუმი. მათი სქელი და გაჯერებული სუნი თავის ტკივილს იწვევს და ხანდაზმულობასთან ასოცირდება.

3. ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი

კვამლის სუნი ფილტვებიდან ამოდის, როცა ღვიძლი სპირტს ძმარმჟავად გარდაქმნის. სიგარეტის საშინლი სუნი პირიდან, თმიდან, კანიდან აღიზიანებს ყველას. ალკოჰოლის შემდეგ ცუდი სუნიც ამოდის და თვალებზე ჩნდება შეშუპება.

4. ძალიან ტკბილი არომატები

როცა კანფეტის ყუთის სუნი გაქვს, მამაკაცს ჰგონია, რომ ის კვლავ 8 წლისაა და ტკბილეულის მაღაზიაში მოხვდა. ეს მასში ცუდ ასოციაციებს იწვევს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საღეჭი რეზინის სუნის მქონე მცირეწლოვან გოგონასთან დადის. ის ბავშვობის ასაკიდან გამოსულია, სჭირდება მოწიფული ქალი და არა ლოლიტა.

5. დაბერებული სხეულის სუნი

ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება და ორგანიზმი კარგავს რეპროდუქციულ ფუნქციას. სხეული გამოსცემს სპეციფიურ მოტკბო არომატს. წლებთან ერთად იმატებს გლუკოზის რაოდენობა და რძემჟავა ბაქტერიები.

უსიამოვნო სუნი ქალებს შეიძლება ქრონიკული დაავადებების, ცხიმოვანი საკვების ან მედიკამენტების მუდმივი მიღების გამო ჰქონდეთ.

6. მისი ყოფილის სუნამო

არ გამოიყენოთ ისეთი არომატი, რომლითაც მისი ყოფილი პარტნიორი სარგებლობდა. მრავალ კაცს არ სურს, რომ მათი ახალი სიყვარული წინას ახსენებდეს. თუნდაც საყვარელ სუნამოებზე უარის თქმა მოგიწიოთ, დაიჯერეთ, რომ ნამდვილად ასე სჯობს, ვიდრე მისთვის სხვისი რეინკარნაცია იყოთ.

საიდუმლო არაა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა სამყაროს წარმოადგენენ. ის რაც ერთ სქესს მოსწონს, მეორესთვის საერთოდ გაუგებარია. ქალისთვის ზოგჯერ რთულია, გაერკვეს მამაკაცის პრიორიტეტებში და გაიგოს, რა აქვთ მათ გონებაში.

ბუნებრივი ჯანმრთელი სხეულის სუნი – აი, რა აძლევს ადამიანს ინდივიდუალობას და მომხიბვლელობას! სჯობს, იპოვოთ ადამიანი, ვისთვისაც თქვენი არომატი ყოველთვის სასიამოვნო იქნება.

გაუზიარეთ სტატია თქვენს გოგო მეგობრებს!