მთავარი ფილმები საუკეთესო ანიმაციური ფილმები

საუკეთესო ანიმაციური ფილმები

by guramus

გთავაზობთ საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის:

1. მოანა / Moana

ლინ–მანუელ მირანდას სიმღერებით გაფორმებული ფილმი ენერგიულ პერსონაჟებსა და საოცარ 3D ანიმაციას გვთავაზობს. მოანას ისტორია, რომელიც პოლინეზიური სოფლის ლიდერის ძლიერი გონების მქონე ქალიშვილია, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უწევს მას დააბრუნოს მისტიური ნივთი ღმერთთან. ეს არის გულის ამაჩუყებელი გმირობის ამბავი, რომელიც მთელი მსოფლიოს ადამიანებს მოუწოდებს ოჯახისა და საზოგადოების სიყვარულისკენ. მითები, ღმერთები და შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები, ვის შეუძლია ამაზე უარის თქმა.

2. ჰერკულესი / Hercules

ჰერკულესი მართლაც ისეთი ფილმია, რომლის ცნობადობაც და პატივისცემაც წლების გასვლასთან ერთად იზრდება მას შემდეგ, რაც მისი პრემიერა შედგა 1997 წელს. ზევსის შვილ ჰერაკლეს ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი სასიამოვნო მიქსია ოთხმოცდაათიანების ჰოლივუდური სტილისა და იმდროინდელი პოპ კულტურის ჰიტების. ეს გმირის თავგადასავლების ნაკრებია, რომელიც ორ სამყაროს შორისაა გახლეჩილი. სწრაფად განვითარებადი სცენარით ცნობილი ფილმი თავის თავში აერთიანებს სასახელო ბოროტ გმირებსა და კლასიკურ დაპირისპირებას კეთილსა და ბოროტს შორის.

3. გაყინული / Frozen

ერთი შეხედვით ეს ფილმი დისნეის სტანდარტულ ზღაპარს ჰგავს: ზღაპრული სასახლეები, ლამაზი პრინცესები, ოჯახური საიდუმლოებები, მომხიბვლელი პრინცესები და მათი მეგობრები. თუმცა ეს ნამუშევარი უფრო დიდ და თანამედროვე ისტორიას მოგვითხრობს. ელსას ყველაფრის გაყინვის ძალა აქვს, რის გამოც იგი ოჯახისგან იზოლირებულია. იგი მთელ ბავშვობას საკუთარ ოთახში ჩაკეტილი ატარებს და არ შეუძლია საკუთარ დასთან ერთად თამაში. ეს ფილმი არარის არც ელსას და არც ანას მიერ საოცნებო პრინცისა და სიყვარულის პოვნის შესახებ, მათ მხოლოდ ერთმანეთთან სურთ დანგრეული ურთიერთობის აღდგენა. ამჯერად პრინცის მიერ ხსნის მომტანი ჯადოსნური კოცნის როლში დებს შორის არსებული სიყვარული გვევლინება. ასევე მისი საუნდტრეკი მთელ მსოფლიოში მალევე გახდა ცნობილი.

4. მულანი / Mulan

როგორც მთავარ პერსონაჟს, მულანს უფრო მეტი აქვს საერთო ალადინისა და სიმბას პრობლემებთან, ვიდრე მის ფილმამდე გამოსულ რომელიმე მდედრი გმირის ისტორიას. შესაბამისად იგი მარტივად შეიძლება შეირაცხოს პირველ მებრძოლ გოგონად დისნეის ისტორიაში.

მულანის მთავარი მამოძრავებელი სურვილი მისი ოჯახისთვის ღირსების შენარჩუნება და მისი ქვეყნის გადარჩენა იყო, რისკენ მიმავალ გზაზეც თავს არიდებდა ყველანაირ რომანტიულ ვალდებულებებს. ამ თემატიკისთვის დისნეის აღარ მიუმართავს 2016 წელს, მოანას გადაღებამდე. გამხმოვანებლების საოცარი მუშაობის პარალელურად, ეს ფილმი მართლაც თვალწარმტაცი ანიმაციური გრაფიკით გამოირჩევა და ბევრი დასამახსოვრებელი სიმღერითაცაა გაფორმებული.

5. ფიფქია და შვიდი ჯუჯა / Snow White and the Seven Dwarfs

როგორც პირველმა სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა, 1937 წელს შექმნილმა პრინცესის ისტორიამ დინასტიის შექმნას დაუდო საფუძველი. მან თავისდროზე მართლაც გააოცა მოკლე და მარტივ მულტფილმებს მიჩვეული მაყურებელი და ახალ საუკუნეშიც ინარჩუნებს ამ მომხიბვლავ ეფექტს.

6. პატარა ქალთევზა / The Little Mermaid

სამოცდაათიანი და ოთხმოციანი წლები დისნეისთვის რთული პერიოდი იყო. მათ ფაქტობრივად გამოიგონეს და იდეალურად აქციეს ხელოვნების ეს სფერო, თუმცა საკმაოდ დიდი დარტყმაც მიიღეს რამდენიმე დიდი და წარუმატებელი ფილმის გამოშვებით. თუმცა ეს ყველაფერი 1989 წელს შეიცვალა ამ ფილმის გამოშვებით, რომლის დახმარებითაც დისნეიმ ეკრანებზე დააბრუნა საკუთარი მუსიკალური ფანტაზიით ცნობილი წარსული დიდება.

ფილმი სირინოზი არიელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ადამიანად ქცევაზე ოცნებობს და პრინცი უყვარდება. ეს ნამუშევარი ყველა იმ მაღალი ხარისხის ასპექტს მოიცავს, რომლითაც ექსტრავაგანტური ბროდვეის მიუზიკლებია ცნობილი და თანაც ულამაზესი ანიმაციით გამოირჩევა. მის სცენებში შესრულებული ლეგენდარული ფილმები მაშინვე იქცა კლასიკად და სამუდამოდ გაამყარა დისნეის მემკვიდრეობა. ამ ფილმის წარმატება იმ ცნობილი დეკადის დასაწყისი იყო, რომელშიც დისნეი საბოლოოდ გახდა დომინანტი მოთამაშე ამ სფეროში.

7. ალადინი / Aladdin

დისნეის ყველაზე ცნობილი საუნდტრეკების მქონე ფილმი – კომპოზიტორი ალან მენკენის და სცენარისტების – ჰოვარდ ეშმენის და ტიმ რაისის შედევრი ნამუშევარია, რომელიც ასევე ლეგენდარული რობინ უილიამსის მიერ ჯინის როლის საოცრად შესრულებით იწონებს თავს. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც ეს ფილმი წლის ყველაზე დიდშემოსავლიან ნამუშევრად იქცა 1992 წელს, რითიც აჯობა ისეთ ლეგენდარულ ფილმებს, როგორიცაა Batman Returns, Sister Act დაThe Bodyguard. მან ადგილობრივ თეატრებში 217 მილიონიანი შემოსავალი მოუტანა დისნეის, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 504 მილიონი.

ქუჩაში მოხეტიალე ბიჭის პრინცად ქცევის ისტორია შუა აღმოსავლეთურ იგავზეა დაფუძნებული და თავდაპირველად 1988 წელს აშმანის იდეას წარმოადგენდა, თუმცა მან სამწუხაროდ ვერ შეძლო ცხოვრება იმ დრომდე, როდესაც შეძლებდა საბოლოო პროდუქტის ნახვას. მიუხედავად მისი უდიდესი ცნობადობისა, ამ ფილმის შექმნას მართლაც უცნაური ისტორია აქვს: სტუდიის დირექტორს ჯეფრი კატზენბერგს საერთოდ არ აღელვებდა მისი სცენარი და როდესაც მას პირველი ვერსია წარუდგინეს 1991 წელს, სცენარისტების ჯგუფს მისი სრულიად ახლიდან გადაწერა მოსთხოვა, თანაც ამისდა მიუხედავად ალადინის პრემიერის თარიღი, 1992 წლის 25 ნოემბერი არც კი შეუცვლია. საბედნიეროდ მცირე დროში ჩატევის სტრესმა საერთოდ არ იმოქმედა ფილმის მაღალ ხარისხზე და იგი მაინც ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად შემორჩა დისნეის რენესანსის ერადან დღემდე, რამაც მისი ორი სექუელის, ანიმაციური სერიებისა და ბროდვეის ადაპტაციის წარმოშობა გამოიწვია. ასევე ამ ისტორიაზე მალე სრულმეტრაჟიან ფილმსაც ვიხილავთ დიდ ეკრანებზე, რომელიც გაი რიჩის ნამუშევარია.

8. მზეთუნახავი და ურჩხული / Beauty and the Beast

მართლაც რეალურია ის მიზეზი, რის გამოც ეს ფილმი იქცა პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ნამუშევრად, რომელიც ოსკარზე იქნა წარდგენილი: იგი მართლაც საოცარ პროდუქტს წარმოადგენს. როგორც დისნეის მიერ ოთხმოცდაათიანებში დიდების მწვერვალზე დაბრუნების პერიოდის პროდუქტს, ამ ფილმსაც მთავარ ასპექტად ძალიან ძველი და ცნობილი ისტორიის სრულიად ახლებულად წარმოდგენის მოწოდება აქვს შერჩეული და ჟანრის ახლებურ სახეს ქმნის. იგი შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს მისი ულამაზესი ანიმაციით, გამორჩეული გახმოვანებითა და მართლაც არაორდინალური ალან მენკენის და ჰოვარდ აშმანის მუსიკით, რომელიც შემდეგ დისნეის ყველაზე სამაგალითო ნამუშევრებს შორის მოიხსენიეს.

მიუხედავად იმისა რომ ამ სტილს უკვე დამსახურებულად აღიქვავს მაყურებელი, ამ ფილმმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა იმ მიმდინარეობაში, რომლითაც დისნეი უდგებოდა პრინცესების ისტორიებს. მომავლიდან ყურებისას აშკარად ჩანს როგორ გადაუხვია იმ გზიდან ამ პროექტმა, რომელიც ისეთ ფილმებს ჰქონდათ დაგებული, როგორიცაა Cinderella და Sleeping Beauty. მის მიერ მოხდენილი ეფექტი მულანისა და მოანას ყურების დროსაც კი იგრძნობა. ამ ფილმმა ასევე ახალი მაღალი მინიმალური ზღვარი დააწესა დისნეის ანიმაციის დონის კუთხითაც, როდესაც 1991 წელს გამოვიდა და დღემდე ახდენს გავლენას ახალ ფილმებზეც კი ამ კუთხით.

9. მეფე ლომი / The Lion King

დისნეის პიკში ყოფნის დროს გადაღებული ფილმი ოთხმოცდაათიანების ჰიტად იქცა და დღემდე ყველაზე დიდი შემოსავლის მომტანი ტრადიციული ანიმაციური ფილმის ადგილი უკავია სიის თავში.

დღესდღეისობით სიმბა, სკარი და მუფასა ლეგენდარულ სახელებად არიან ქცეულნი. ეს არამარტო ფილმის უზომოდ დიდი პოპულარობის, არამედ მისით ინსპირირებული სექუელების, ბროდვეის დადგმების და ორიგინალ ნაწარმოებზე დაფუძნებული უამრავი პროექტის დამსახურებაცაა. ასევე ამ ფილმის საუნდტრეკებმაც უდიდესი გავლენა იქონია ამაზე. თუმცა ადრე, 1994 წელს ვინ იფიქრებდა რომ ეს პერსონაჟები დისნეის ყველაზე პოპულარული პერსონაჟების წიგნში ჩაეწერებოდნენ. სიმბას გაზრდისკენ მიმავალი რთული გზა სავსეა სიმბოლური ასპექტებითა და უნიკალური ხასიათის ისტორიეით. აფრიკული ბუნება მართლაც იდეალურადაა დახატული, რომლის ყურების დროსაც ისეთი გენიალური კომპოზიტორების ნოტებით ტკბება მაყურებელი, როგორებიც არიან ელტონ ჯონი და ტიმ რაისი. ეს ფილმი მართლაც მარტივად ურევს ერთმანეთში ტრადიციულ მიდგომასა და ახლებულ ხედვებს.

10. დორის ძიებისას / Finding Dory

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სხვების ინდივიდუალურ მახასიათებლებს პატივი უნდა ვცეთ.

ამ ფილმის მთავარი გმირი საყვარელი თევზია, სახელად დორი, რომელსაც ყველაფერი ავიწყდება. იგი ოცნებობს მისი ოჯახის წევრების პოვნაზე, თუმცა არ ახსოვს სად არიან ისინი. იგი მეხსიერების პრობლემებით დაიბადა და ამ ანიმაციის საშუალებით მშობლებს შეუძლიათ შვილებს აუხსნან ის, თუ როგორი მნიშვნელოვანია სხვების ისეთებად მიღება, როგორებიც ისინი არიან.

11. კეთილი დინოზავრი / The Good Dinosaur

გულწრფელი მეგობრობა სუპერძალაა!

ეს ანიმაცია მხოლოდ პატარა ბიჭისა და დინოზავრის მეგობრობაზე არ არის. ის მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ბუნებამ დაიპყრო ცივილიზაცია და არა პირიქით. მაშინ როდესაც ბავშვები ისიამოვნებენ დინამიური ისტორიითა და ბერადი პერსონაჟებით, მშობლებს იმის ახსნა შეუძლიათ, თუ რამხელა შიშის დაძლევა შეძლო დინოზავრმა არლომ გულწრფელი მეგობრობის ძალის დახმარებით.

12. თავდაყირა / Inside Out

ნუ შეგეშინდებათ თქვენი ემოციების!

ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანიმაციაა, რაც კი პიქსარს გადაუღია და მას ფსიქოთერაპერტებიც კი აღიარებენ მნიშვნელოვან ნამუშევრად. მთავარი გმირი რაილია, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს მის ემოციებს ( ბედნიერებას, სევდას, შიშს, ბრაზსა და ზიზღს).  რაილის შეუძლია დაეხმაროს ზრდასრულებსაც და პატარებსაც იმის დანახვაში, რომ არაუშავს თუკი თქვენ განსხვავებულ ემოციებს განიცდით – ჩვენ უბრალოდ მათი გაკონტროლება უნდა ვისწავლოთ.

13. მამაცი / Brave

დაივიწყეთ სტერეოტიპები და იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ!

ეს ფილმი შესანიშნავი შემხსენებელია იმისა, რომ არავინაა ვალდებული სხვისი მოლოდინის შესაბამისად იცხოვროს და მას დაემორჩილოს. მამაცი მერიდას და მისი დედის ურთიერთობის ისტორია, რომელსაც ქალიშვილის მომავალი უპატარეს დეტალებამდეც კი გათვლილი ჰქონდა, გვასწავლის იმას რომ ყველა გოგო აუცილებლად პრინცესულად არ უნდა იზრდებოდეს, თუკი მათ განსხვავებული სახის გიჟური თავგადასავლები ურჩევნიათ გამოსცადონ.

14. რატატუი / Ratatouille

მიჰყევით თქვენს ოცნებას, მაშინაც კი თუკი სხვები გეტყვიან რომ ამის ღირსი არ ხართ.

თაგვი რემი შეფმზარეულობაზე ოცნებობს. მისი არავის სჯერა, თუმცა იგი მაინც წინ მიიწევს მისი მიზნისაკენ. რატატუი გვასწავლის იმას, რომ ჩვენი წარსული და წარმომავლობა მნიშვნელოვანი არ არის, თუკი საკმარისად მამაცურად იბრძოლებთ თქვენი მიზნის მისაღწევად.

15. სათამაშოების ისტორია / Toy Story

დრო გადის, თუმცა ნამდვილი მეგობრობა და ერთგულება სამუდამოდ გასტანს.

ეს დაუჯერებელი ამბავია იმის შესახებ, რომ სათამაშოებს საკუთარი ცხოვრება აქვთ, რომელსაც ვერავინ ხედავს. ისინი ასევე განიცდიან შურს, მეგობრობას და მსგავს განცდებს. ეს სათამაშოები ზუსტად გვანან ადამიანებს: მათ ასევე სურთ რომ ისინი უყვარდეთ და ზრუნავდნენ მათზე.

16. სპაიდერმენი : სამყაროს მიღმა / Spider-Man: Into the Spider-Verse

17. კოკო / Coco

18. ზოოტოპია / Zootopia

19. მაღლა / Up

20. პინოქიო / Pinocchio

21. ძაღლების კუნძული / Isle of Dogs

22. კუბო: ლეგენდა სამურაიზე / Kubo and the Two Strings

23. როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი / HOW TO TRAIN YOUR DRAGON

24. ცხვარი შონი / SHAUN THE SHEEP MOVIE

25. უოლ-ი / WALL·E

26. დამბო / Dumbo

27. კორჟეტის ცხოვრება / MY LIFE AS A COURGETTE

28. ყველაზე მაგრები / THE INCREDIBLES

29. მხოლოდ გუშინ / ONLY YESTERDAY

30. ლეგო ფილმი: ბეტმენი / THE LEGO BATMAN MOVIE

31. 101 დალმატინელი / 101 DALMATIANS

32. ქათმების გაქცევა / CHICKEN RUN

33. კოშმარი შობის წინ / THE NIGHTMARE BEFORE CHRISTMAS

34. წინსვლითი / ONWARD

35. ანომალიზა / ANOMALISA

36. მონსტრების კორპორაცია / MONSTERS, INC.

37. ციცინათელების სასაფლაო / GRAVE OF THE FIREFLIES

38. ფანტაზია / FANTASIA

39. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი / SPIRITED AWAY

40. რკინის გოლიათი / THE IRON GIANT

41. შენი სახელი / YOUR NAME.

42. ზღვის სიმღერა / SONG OF THE SEA

43. კოშკი / TOWER

44. ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა / WHO FRAMED ROGER RABBIT

45. ვალსი ბაშირთან / WALTZ WITH BASHIR

46. როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი / HOW TO TRAIN YOUR DRAGON

47. პერსეპოლისი / PERSEPOLIS

48. ყვითელი წყალქვეშა ნავი / YELLOW SUBMARINE

49. შეუდარებელი მისტერ ფოქსი / FANTASTIC MR. FOX

50. კიკის მიტანის სერვისი / KIKI’S DELIVERY SERVICE

51. ერნესტი და სელესტინა / ERNEST & CELESTINE

52. არიეტის საიდუმლო სამყარო / THE SECRET WORLD OF ARRIETTY

53. რალფმა ინტერნეტი გააფუჭა / RALPH BREAKS THE INTERNET

54. წითელი კუ / THE RED TURTLE

55. შორს ჩრდილოეთით / LONG WAY NORTH

56. კორალაინი / CORALINE

57. მოჩვენება ჯავშანში / GHOST IN THE SHELL

58. ჩემი სხეული დავკარგე / I LOST MY BODY

59. მარჩენალი / THE BREADWINNER

60. ცხვარი შონი: ფერმაგედონი / A SHAUN THE SHEEP MOVIE: FARMAGEDDON

61. ლედი და მაწანწალა / LADY AND THE TRAMP

62. ტრიო ბელვილიდან / THE TRIPLETS OF BELLEVILLE

63. ჩემი მეზობელი ტოტორო / MY NEIGHBOR TOTORO

64. პრინცესა მონონოკე / PRINCESS MONONOKE

65. ბემბი / BAMBI

66. სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური / ARTHUR CHRISTMAS

67. ჭიანჭველები / ANTZ

68. მწერის ცხოვრება / A BUG’S LIFE

69. მერი და მაქსი / MARY AND MAX

70. პონიო / PONYO

71. კლაუსი / KLAUS

72. თინეიჯერი ტიტანები წინ! / TEEN TITANS GO! TO THE MOVIES

73. ბოლტი / BOLT

74. რაპუნცელი / TANGLED

75. პარანორმანი / PARANORMAN

76. ფრანკენვინი / FRANKENWEENIE

77. ჯეიმსი და გიგანტური ატამი / JAMES AND THE GIANT PEACH

78. რანგო / RANGO

79. დაკარგული რგოლი / MISSING LINK

80. ქარი მატულობს / THE WIND RISES

81. ვინი პუჰი / WINNIE THE POOH

82. სიმპსონების ფილმი / THE SIMPSONS MOVIE

83. ბიჭი და მსოფლიო / BOY AND THE WORLD

84. სნუპის თავგადასავალი / THE PEANUTS MOVIE

85. ათასწლეულის მსახიობი / MILLENNIUM ACTRESS

86. როდესაც იქ მარნი იყო / WHEN MARNIE WAS THERE

87. გამანადგურებელი რალფი / WRECK-IT RALPH

88. ილუზიონისტი / THE ILLUSIONIST

ეს სია, რა თქმა უნდა, არასრულია და შეიძლება გამოგვრჩა მაღალი დონის ანიმაციური ფილმები. გთხოვთ, დაგვიტოვოთ კომენტარი, თუ გსურთ რომელიმეს ჩამატება.