მთავარი ჯანმრთელობა ზურგის ვარჯიშების ხუთეული მასაჟის ეფექტით

ზურგის ვარჯიშების ხუთეული მასაჟის ეფექტით

by Keti

როგორც კვლევები აჩვენებს, მჯდომარე ცხოვრების მქონეთა ორგანიზმი 5-10 წლით ადრე ბერდება. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი იწვევს ტანადობის დარღვევას, წონის მატებას, მხედველობის გაუარესებას და ა.შ. მთავარია დროულად გავაკონტროლოთ სიტუაცია.

ზურგის კუნთების ვარჯიშების კომპლექტი

უმოძრაო ხერხემალი სწრაფად სუსტდება და ,,ხევდება”. ერთადერთი გამოსავალი რეგულარული ფიზიკური აქტივობაა.

1. ,,კატის ზურგი”

ეფექტი: ქრება წელის ტკივილი და აღდგება მალების მდგომარეობა.

როგორ შევასრულოთ: დაჯექი სწორად, ხელები მუხლებზე დააწყე. ჩასუნთქვაზე გულ-მკერდი წინ გამოსწიე, გაჭიმე ზურგი და ბეჭის ძვლები შეაერთე. ამოსუნთქვაზე ზურგი მოამრგვალე და მუხლებისკენ დაიხარე, მხრები წინ წასწიე. გაიმეორე 8ჯერ.

2. ,,პეპლის ფრთები”

ეფექტი: აღადგენს ხერხემლის სწორ მდებარეობას.

შესრულება: დაჯექი სკამის ნაპირზე, ზურგი გაჭიმე, ტერფები იატაკს მიაბჯინე. ხელები გადააჯვარედინე თავს უკან. იდაყვები განზე გასწიე ფართოდ. ჩასუნთქვაზე ხელები გაშალე და გულ-მკერდი წინ გამოსწიე. ამოსუნთქვაზე დაბრუნდი საწყის პოზიციაში. მოიხარე. უნდა იგრძნო კუნთები, მაგრამ ტკივილი არ უნდა დაუშვა. გაიმეორეთ 5ჯერ.

3. ,,თოკი”

ეფექტი: ამცირებს წელის ტკივილს, აუმჯობესებს კუჭის მუშაობას.

შესრულება: დაჯექი ისე, რომ ტერფებით იატაკს ეყრდნობოდე, დაჭიმე ზურგი, მხრები ერთ მხარეს მიაბრუნე. სხეული უძრავი უნდა იყოს. გაჩერდი ასე 30 წამი, 5 სუნთქვითი ციკლის მანძილზე. გაიმეორეთ 3ჯერ ორივე მხარეს.

5. ,,ბალერინა”

ეფექტი: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს გვერდისა და გულ-მკერდის კუნთებს.

შესრულება: დაჯექი, ზურგი გაჭიმე, 1 ხელი სკამის კიდეს მოკიდე, მეორე აწიე და გადაიხარე. იგრძენი კუნთების დაჭიმვა. გაიმეორე 10ჯერ თითოეულ მხარეს.

5. ,,ჩიტი”

ეფექტი: ხსნის ფეხების დაღლილობას, ჭიმავს ზურგისა და ბარძაყის კუნთებს.

შესრულება: მოეწყე მაღალზურგიან სკამზე. მარჯვენა ფეხის ტერფი დაადე მარცხენა მუხლს, გაიჭიმე წინ მთელი ტანით, ეცადე მუცლით ბარძაყს შეეხო. იგრძენი, როგორ იხსნება გულმკერდი. გაჩერდი 30 წამი, გაიმეორე 8ჯერ.

ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა სიარული. ამ დროს ფიზიოლოგიურ ნორმად დღეში 10 000 ნაბიჯი ითვლება. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება არის ცურვა. საუკეთესო შედეგი მხოლოდ ზურგზე ცურვის დროს ხდება.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!