მთავარი სილამაზე სახის დასაჭიმი ნიღბები

სახის დასაჭიმი ნიღბები

by Keti

სიბერის შეჩერება შეუძლებელია. მაგრამ ხელები არ უნდა დავუშვათ და ჯანმრთელობასთან ერთად  უნდა ვიზრუნოთ გარეგნობაზეც, მათ შორის სახის კანის სიჯანსაღეზე. სახის კონტურული კორექცია სახლის პირობებში შესაძლებელია მასაჟისა და სახის დამჭიმავი ნიღბების საშუალებით.

ისინი სწრაფ შედეგს არ იძლევა, მაგრამ სწორად შერჩეული ინგრედიენტების გამოყენებით კანი თანდათან დაიბრუნებს მოქნილობას, გაქრება წვრილი ნაოჭები…

7 სახის შინაური ნიღაბი

1. არაჟნის

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს. წაისვით სახეზე 30 წუთით. შემდეგ ჯერზე ნარევს დაამატეთ 2 წვეთი ატმის ან ლავანდის ეთერზეთი.

2. შვრიის

2 სუფრის კოვზ შვრიას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. დაამატეთ ათქვეფილი ცილა და ცოტა თაფლი. დატოვეთ 20 წუთი და შემდეგ წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ რძით.

3. ცილის

კვერცხის ცილას შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი ვიტამინი E. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. წაისვით სახესა და ყელზე. როდესაც გახმება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით რაიმე დამატენიანებელი მალამო.

4.  შაქრისა და კვერცხის გულის

კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ შაქართან ერთად. წაისვით სახეზე და 7 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით მკვებავი მალამო.

5. ბანანის

ნახევარი მწიფე ბანანი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. კარგად აურიეთ, დაამატეთ E ვიტამინის კაფსულები და წაისვით სახეზე 15  წუთით.

6. თაფლის

კვერცხის გული ათქვიფეთ და შეურიეთ 2 სუფრის კოვზ თხელ თაფლს და ნახევარი ავოკადოს რბილობს. წაისვით სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. პირველივე გამოყენების შემდეგ კანი გახდება რბილი და ელასტიური.

7. სახამებლის

1 სუფრის კოვზი სახამებელი გახსენით 100 მლ ცივ წყალში. დაამატეთ 150 გ მდუღარე წყალი და მოხარშეთ გასქელებამდე. შემდეგ დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი არაჟანი და 5 ჯერ მეტი სტაფილოს წვენი. წაისვით სახეზე 20 წუთით და მერე ჩამოიბანეთ.

გაცილებით უფრო ეფექტურია ერთი და იგივე ნიღბის გამოყენება ერთი კვირის მანძილზე (3 ჯერ), შემდეგ კვირაში – მეორე ნიღბის წასმა და ა. შ.  ნარევების რეგულარული გამოყენება მოგცემთ  მხოლოდ შედეგს.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს. დაე, მათაც შეიტყონ კანის მოვლის ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: