მთავარი სილამაზე აიღეთ 2 მარწყვი და შეურიეთ 1 მუჭა სოდას. თავბრუდამხვევი შედეგი მეორე სეანსის შემდეგ.

აიღეთ 2 მარწყვი და შეურიეთ 1 მუჭა სოდას. თავბრუდამხვევი შედეგი მეორე სეანსის შემდეგ.

by Keti

ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე ბუნება ძალიან ბევრ მოვლის საშუალებას გვჩუქნის. ქალებს სურთ, ჰქონდეთ არამხოლოდ ჯანსაღი კანი, არამედ ქათქათა ღიმილიც.

სტომატოლოგთან კბილების გათეთრება ძვირია, ხშირად მავნეც. ამისთვის ბუნებრივი, ეფექტური და სასარგებლო საშუალებები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა მარწყვი. შეგი9ძლიათ გაყინულის გამოყენებაც.

გამოიყენეთ მარწყვი და თქვენი ღიმილი გახდება ელვარე და ჯანმრთელი. ორგანული მჟავა, რომელსაც ეს კენკრა შეიცავს, ებრძვის ნივთიერებებს, რომლებიც კბილის ემალს აშავებს. სოდაც ერთ-ერთი ეფექტური და ბუნებრივი მათეთრებელია, რომელიც მექანიკურად მოქმედებს ემალზე.

ინგრედიენტები

  • 2-3 მწიფე მარწყვი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • კბილის ჯაგრისი

მომზადება და გამოყენება

გარეცხეთ მარწყვი და ჩაჭყლიტეთ ჩანგლით პიურესებურად. დაამატეთ საკვები სოდა და აურიეთ. საუკეთესო მათეთრებელი პასტა მზად არის. აიღეთ კბილის ჯაგრისი და კარგად გაიხეხეთ კბილები ამ პასტით. არ გირჩევთ ნარევის ჩაყლაპბას.

გამოივლეთ წყლით და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით. თუ მაინც დარჩა კბილებში მარწყვის ნარჩენები, გამოიყენეთ კბილის ძაფი.

კბილების გათეთრება მარწყვის პასტით შეიძლება 1-2ჯერ. შედეგს მეორე სეანსის შემდეგ დაინახავთ. ეს მეთოდი გამოიყენება არაუმეტეს კვირაში ერთხელ, თორემ ემალი დაზიანდება. მარწყვში შემავალი სალიცილის მჟავა შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ აბრაზიული სოდა ხშირი გამოყენებით აზიანებს ემალს.

შეინახეთ ეს სასარგებლო რეცეპტი და არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: