ბევრ რუს მსახიობს შორის გამოიყოფა ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე: გლაფირა ტარჰანოვა. ის 4 შვილის დედაა, მოსიყვარულე ცოლი და ნიჭიერი მსახიობი.
მაგრამ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო არა ნიჭმა და დიდებამ, არამედ მისმა საოცარმა ფიგურამ, რომელიც გოგონამ ციტრუსის დიეტით შეინარჩუნა.
როგორ დავიცვათ გლაფირას დიეტა
172 სიმაღლის მსახიობი წონით 54 კილოგრამის ფარგლებშია და ეს 4 შვილის გაჩენის შემდეგ. ყველაფერი კი მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდით.
გლაფირა თავს მკაცრად არ იზღუდავს. ის დარწმუნებულია, რომ ბევრი სხვა ადამიანივით იკვებება, უბრალოდ საკვებს გადაჭარბებულად არ იღებს და ნოყიერ წახემსებას არ მიმართავს.
ასევე დიეტის დროს ტაბუ აქვს შემწვარ ხორცზე, მაკარონზე, კარტოფილზე, სწრაფ კვებაზე, ტკბილეულზე, გაზიან სასმელებზე და საკონდიტრო ნაწარმზე. ამის მაგივრად გლაფირა ცდილობს მეტი ნედლი ბოსტნეული და ხილი მიირთვას, რადგანაც ისინი გახდომაში გვეხმარებიან.
დიეტის დროს ციტრუსების მირთმევა აუცილებელია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათში პრაქტიკულად ყველა საჭირო ვიტამინი და მინიმალური შაქარია. ასევე ეს ხილი აცხრობს შიმშილს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ციტრუსები შეგიძლიათ მიიღოთ წვენის სახით და ისეც.
დღიური მენიუ დიეტის დროს ასე გამოიყურება:
საუზმე: 200 გ ხილის სალთა იოგურტით ან წვენით, 1 მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 250 გ მოთუშული ბოსტნეული, 100გ მოხარშული ქათმის ან ინდაურის ფილე, ნახევარი გრეიფრუტი.
ვახშამი: 200 გ ბრინჯი, 150 გ თევზი ორთქლზე ან გრილზე, 200 მლ ფორთოხლის წვენი.
წახემსება ძირითად კერძებს მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს. თუ მსახიობს მოშვა, სვამს წყალს, მცენარეულ ჩაის ან მიირთმევს ერთ ციტრუსს. ასევე გლაფირა გვირჩევს უარი ვთქვათ ყავაზე, ნებისმიერ ფერმენტირებულ პროდუქტზე და ალკოჰოლზე.
როცა ყველაფერი დასტაბილურდება, შეგიძლიათ უფრო კალორიულ დღიურ რაციონზე გადახვიდეთ, ჩართოთ სრულმარცვლოვანი ფაფები თხილით და კენკრით, ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი, ბოსტნეულის რაგუ და მწვანე ჩაი რძით.
ზოგადად, შედეგები უკვე ერთ კვირაშია შესამჩნევი.